"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
ნეტა ყოველკვირა თამაშობდნენ. გენაცვალეთ. თვალი დაუდგეს ევროპას.
ირაკლი ქუთაისელი
24 ივნისი 2016 12:30
0
თუ ხვალ ახალგაზრდებმა საფრანგეთსაც მოუგეს, ეს იქნება ქართული რაგბის საეტაპო კვირა
დათი
24 ივნისი 2016 12:29
0
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსაჯი ობიექტური იყო და წინა თამაშებისგან განსხვავებით არ იყო მიკერძოებული. ისე მარტო 3 ქულა ფიჯის მე არ მახსოვს და შემახსენოს იქნებ ვინმემ, უმაღლესი დაცვა ვითამაშეთ უამრავი შეცდომა დავაშვებინეთ, თავიანთი კოზირი საერთოდ ვერაფერში ვერ გამოიყენეს. ბოლო 5 მეტრი რამდენჯერმე გმირულად დავიცავით ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ და იმედი ქონდათ რო დადებდნენ აუტში გადაქონდათ და ფლავდებოდნენ:)
ძალიან მაგარი იყო მაგრა ვისიამოვნე
გულშემატკივარი
24 ივნისი 2016 12:24
0
გენაცვალეთ ლომებო. იყავით გახარებულნი როგორც ჩვენ მთელ საქართველოს გვახარებთ. საინტერესოა რას დაწერს მსოფლიო პრესა
დავითი
24 ივნისი 2016 12:13
0
ბულგაკოვის უწმინდური azazelo-ს ნიკი რა პონტია?
აქ შენს ზემოთ მფრინავი ტროლისა არ იყოს, თუ გულით გიხარია და ნაკრებისთვის მილოცვა გინდა, რუსული უწმინდურის ნიკის გარდა დაილია ქართული სიტყვები?
azazelo-s
24 ივნისი 2016 12:09
0
თქვენი ჭირიმე ბიჭებოოო!!!!!ჯიგრები ხართ,ჯიგრები!!! იმდენს ვბღაოდი,მთელი კორპუსი წამოვყარე ამ დილით :)):)):))გაიხარეთ,და დიდი მადლობა!!!!!!
tazo
24 ივნისი 2016 12:07
0
ძალიან მაგარი რამე მოხდა, ამ ტესტებით კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვით, რომ არ ვართ მეორე რანგის რაგბისტები, ხელით თამაში, შერკინება, დერეფანი, ხაზი, შეტევების ორგანიზება, სისწრაფე, ძალა ყველაფერი იყო მაღალ დონეზე. მილტონის ხელია, ასეთ რაგბს ჩვენები არ თამაშობდნენ აშკარა პროგრესია და ახლა ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მილტონას დატოვება, არადა ეჭვი მეპარებოდა, ძალიან კარგი რომ ვცდებოდი.
გულშემატკივარი
24 ივნისი 2016 12:06
0
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცეო და არა სტალინის გამარჯვებებზე ლეგენდები მოყევიო ჯოო
მსქროლავი ტროლი-s
24 ივნისი 2016 12:02
0
გილოცავთ ბიჭებოოო, 65 კომენტარი და არც ერთი ნეგატიური, ქართველებმა გულშემატკივრობა არ იცითო ნურავინ გევტყვის, გასაკრიტიკებელს კიდე ბევრს გავაკრიტიკებთ, იბრძოლე შენ იომე და და თუ გინდ ღირსეულად წააგეთ, აბა ნახეთ თუ ვინმემ გაგაკრიტიკოთ, ყველა სპორტს ეხება ეს და აბა მე თუ სტდიონზე მოვალ, გულით გგულშეტკივრობ და შენ აგებ უგულოდ ვიღაც რუმინეთთან ასტრონომიული ანგარიშით, მოდი მერე და ეგ კრიტიკაც ღირსეულად მიიღე
ინასა
24 ივნისი 2016 11:59
0
არა მგონია, ქართულ ენაში "მგელ"-ს დადებითი დატვირთვა ჰქონდეს, ეგ უფრო ქურდული ტერმინოლოგიის ბრალია.... ყოველ შემთხვევაში, იაკობ ცურტაველი როცა წერდა - "მოვიდა მგელი იგი ვარსქენ" - ქართველი პიტიახშის მიერ ფიჯის კუნძულების დაპყრობას ყველაზე ნაკლებად იგულისხმებდა.....
მსქროლავი ტროლი
24 ივნისი 2016 11:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული