"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
გენაცვალეთ ვაჟკაცებო ყველას გულში!!!
levan natbeladze
24 ივნისი 2016 10:40
0
მართალია გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე ლომი, მაგრამ შემცვლელებიც არანაკლები გვყავს. კარგი იყო მირცხულავა. საღოლ ფოთიი: )))
შოთა
24 ივნისი 2016 10:39
0
გენაცვალეთ ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ! გილოცავთ ყველას!
გიორგი
24 ივნისი 2016 10:35
0
აქ რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? კომენტარები აქ ზედმეტია. ჩვენი მამაცი და თავდადებული ბიჭები, დიდები და პატარები, მხოლოდ ერთმანეთს-ღა თუ ეჯიბრებიან, ვინ უფრო ასახელებს საქართველოს!
ნოდარი
24 ივნისი 2016 10:29
0
ყოჩაღ ბიჭებო, კიდევ თქვენ თუ გაგვახარებთ ამ ბედკრული საქართველოს შვილებს, თორემ, პოზიტიურს ნაკლებად ვისმენთ და ვხედავთ! ფეხბურთელები კი გვავიწყებენ რომ ერთ დროს ქართველებიც თამაშობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს, მაღალ დონეზე!
gio
24 ივნისი 2016 10:29
0
ერთი რამე ვერ გავიგე. მგლები თუ არიან ლომები როგორღა არიან?))ეს ხუმრობით. მართლა არანორმალურად მაგრები არიან) გენაცვალეთ ბიჭებო
ალექსანდრე
24 ივნისი 2016 10:28
0
მადლობ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. თქვენ ქართველ ხალხს უდიდეს სიხარულს ანიჭებთ (თუნდაც ვერმოგებულ შეხვედრებში, თქვენი საქმისადმი დამოკიდებულებით და იმ სიყვარულით, რაც სამშობლოსადმი გაგაჩნიათ).
ბექა
24 ივნისი 2016 10:27
0
უჯიგრესი უძლიერესი კაცები მელიტონის თამადობით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
rey
24 ივნისი 2016 10:23
0
რაგბის მამები ისევე უშანსოდ არიან, როგორც ფიჯი იყო დღეს უშანსოდ, 6 ერის კარს არ გვიღებდნენ, მაგრამ ჩვენმა ლომებმა შეანგრიეს ეს კარები. აი ასე!!!
ბმბ
24 ივნისი 2016 10:19
0
ვაშა..! ვაშა... და ვაშა..! თქვენღა ხართ ქართული სულის, გულის და ღირსების მატარებელნი და დამცველნი, ამ დამცირებულ და დაკნინებულ დროში!უდიდესი მადლობა ბატონ მილტონს (ალბათ უფრო მელიტონს)! თუ ვინმე ჩვენს სამშობლოს ქართულად ემსახურება - ეს კაცია! კიდევ ერთხელ ვაშა..!
jiji
24 ივნისი 2016 10:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული