"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
გამარჯვება!!!საქართველო!!!თავისუფლება!!!გილოცავთ!!!14-3!!!
უჩა
24 ივნისი 2016 09:16
0
გილოცავთ ყველას!!!!
ეს არის ხალხი, რომლებმაც მთელ საქართველოს შეაყვარა რაგბი და მგონი ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!!
გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ ბიჭებს!!!!
daviti
24 ივნისი 2016 09:15
0
გილოცავთ ყველას!!!!
ეს არის ხალხი, რომლებმაც მთელ საქართველოს შეაყვარა რაგბი და მგონი ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!!
გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ ბიჭებს!!!!
daviti
24 ივნისი 2016 09:14
0
დიდებულია! წინ, წინ... საქართველო!
დათო
24 ივნისი 2016 09:12
0
თქვენ გენაცვალეთ ლომებო, ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ, ძალიან მაგრად და კაცურად იომეთ
llcl
24 ივნისი 2016 09:11
0
ისე დაასრულეს ტურნე, ბოლოს მეგონა ერთა თასს ვუყურებდი. საღოლ ნაკრებს!!!
ანდრი
24 ივნისი 2016 09:11
0
გილოცავთ ბიჭებო, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. ეხლა დრო მოვიდა უკვე იტალია ჩამოვიდეს ჩვენთან და ვანახოთ მსოფლიოს რო ჩვენ ვართ ღირსები 6 ერში სათამაშოდ
zure
24 ივნისი 2016 09:11
0
გილოცავთ
dato
24 ივნისი 2016 09:11
0
დიდი გამარჯვება. გამახსენეთ, როდის იყო ბოლოს ფიჯიმ ლელო, რომ ვერ დადო. კაჭარავა საუკეთესო იყო. გილოცავთ.
gogig
24 ივნისი 2016 09:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული