საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რეიტინგში ისტორიულ პოზიციას მიაღწია

AutoSharing Option
მას მერე, რაც იაპონიის ნაკრებმა ტესტმატჩში 16:21 წააგო შოტლანდიასთან, გაირკვა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ რეიტინგში ისტორიულ, მე-11 ადგილზე გადავა.

იაპონიის ნაკრებს დააკლდა 0,94 ქულა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხებისთვის 1,66 ქულა დაემატა. შედეგად, "ბორჯღალოსნებს" 75,23 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან და მცირედით ჩამორჩებიან ფიჯის, იაპონიას კი უსწრებენ. 

საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა რეიტინგში მე-11 ადგილზე, ეს ისტორიული მიღწევაა. მსოფლიო რაგბი ახალ რეიტინგს ორშაბათს გამოაქვეყნებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ორივე ნაკრების თამაშის წინ დავწერე,რომ მჯეროდა ჩვენი ბიჭების,მაგრამ ამდენის იმედი ნამდვილად არ მქონდა.ყოჩაღ და მადლობა ბიჭებო.(ბიჭი ხარ ბიჭი,გენაცვალოს არსენაი!არსენა მარაბდელიდან.)
სოსო
00:09 27-06-2016
0
საინტერესოა იტალიის ნაკრების მწვრთნელის აზრი ამ ყველაფერზე :)
jaba
08:22 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული