ჰეიგს ათეულში ბოლო პოზიცია უკავია. აი, რას წერს საიტი მასზე: "შესაძლოა აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი გცოდნოდათ თუ ახალი ზელანდიიდან არ ხართ. მაგრამ სწორედ მილტონ ჰეიგმა გახადა საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში.
მათ შთამბეჭდავად ჩაატარეს მსოფლიოს თასი, ზაფხულში ქართველებმა წყნარი ოკეანის ტურნე მოაწყვეს, სადაც სამოას დაუზავდნენ და ფიჯი და ტონგა დაამარცხეს. როგორც წესი, საქართველოს ნაკრები შინ უფრო ძლიერად თამაშობს, ასე რომ, ამ
საუკეთესო მწვრთნელად სტივ ჰენსონი დასახელდა, რომელმაც ზელანდის მსოფლიოს თასი მოაგებინა. მეორე ადგილზე კი ავსტრალიელი ედი ჯონსია, რომლის იაპონიამაც სასწაულებრივ დაამარცხა სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს თასზე, ჯონსი ახლა ინგლისის ნაკრების თავკაცია.
მესამე ადგილზეა მარკ მაკოლი, "სარასენსის" თავკაცი. შემდეგ მოდიან: 4. ბენ რაიანი, 5. კრის ბოიდი, 6. პეტ ლემი, 7. რობ ბაქსტერი, 8. ლორან ლაბის და ლორან ტრავერის წყვილი, 9. გრეგორ თაუნსენდი.