საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, წლეულს პირველი შემთხვევაა, როცა ერთა თასის მატჩები სრულად არ ემთხვევა ექვსი ერის გათამაშების კალენდარს. ასე, მაგალითად, ევროპის საუკეთესო ექვსეულის გათამაშება 4 თებერვალს იწყება.
ბრიუსელში ბელგიელებთან ჩვენს მატჩს უელსელი ბენ ვაითჰუზი
მესამე, მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩებს "ბორჯღალოსნები" მიჯრით გამართავენ. 4 მარტს ჩვენი გუნდი ესპანეთს ეწვევა და ვალიადოლიდთან ახლოს, პატარა ქალაქ მედინა დელ კამპოში დაუპირისპირდება "ლომებს". ამ მატჩის არბიტრი უელსელი კრეიგ ევანსი იქნება.
ერთი კვირის თავზე თბილისში რუსები გვეწვევიან. თამაში ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება. მას ინგლისელი იან ტემპესტი განსჯის.
18 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის არბიტრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ერთა თასი
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ბელგია-საქართველო
ესპანეთი-რუსეთი
18 თებერვალი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი
19 თებერვალი
საქართველო-გერმანია
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია
11 მარტი
გერმანია-ესპანეთი
ბელგია-რუმინეთი
12 მარტი
საქართველო-რუსეთი
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია
რუმინეთი-საქართველო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"