რაგბი. ლეგიონი: მიხეილ ნარიაშვილი "მონპელიეში" 2022 წლამდე რჩება

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პლეი ოფების დრო დადგა. გაირკვა ფინალისტების ვინაობაც, რომელთაგან ერთი ქართველი მორაგბეებისაა.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" ნახევარფინალში ბასკურ "ბიარიცს" სძლია - 26:14. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. თეთრაშვილი და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

ჩვენებურთა ეს გუნდი ფინალში "მონტობანს" დაუპირისპირდება, რომელმაც ბექა გორგაძის "მონ დე მარსანს" მოუგო - 24:13. გორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

ფინალი 21 მაისს ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. გამარჯვებული პირველ დივიზიონში გადავა. შეგახსენებთ, რომ ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური
უკვე მოიპოვა რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა, ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა".

* * *
ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა "მონპელიესთან" ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა. ის ამ გუნდში კიდევ ხუთ სეზონს ითამაშებს.

"მონპელიე" მუდამ ჩემს გულშია. ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ისევ აქ ვითამაშებ. მართალი გითხრათ, "მონპელიედან" წასვლაზე არც მიფიქრია".

* * *
ინგლისის ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა". მის ადგილს ინგლისურ ელიტაში მეორე დივიზიონში გამარჯვებული "ლონდონ აირიში" დაიკავებს, რომლის ღირსებასაც მომავალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე დაიცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული