ერთგული ქართველი - დავით ზირაქაშვილმა "კლერმონთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდთან, "კლერმონთან" კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი "ვულკანების" შემადგენლობაში 2004 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს. 2010 წელს კი ის პირველი ქართველი მორაგბე გახლდათ, ვინც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დავით ზირაქაშვილი 30 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში 36 კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი გადაბირება ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდს, "ტულუზს" სურდა, რომელსაც მის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენებურმა კარიერის გაგრძელება მისთვის "მშობლიურ" კლუბში არჩია.

"ძალიან გვიხარია,
რომ დათოსთან მოლაპარაკება შევძელით და ისევ ჩვენს გუნდში განაგრძობს კარიერას. ის იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელთა თამაშიც "კლერმონში" პრიორიტეტულად მიიჩნევა"
- თქვა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ფრანკ აზემამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაჟკაცია და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი მამრები.
zvio
11:59 13-12-2013
0

სიახლეები პოპულარული