საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" შერკინების კვაჭმა
შალვა მამუკაშვილმა "ვარსკვლავურ" "ტულონს" მე-14 ტურის მატჩში ორი ლელო გაუტანა. ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ორშაბათის ნომერს მოუთმენლად ველოდით, რადგან სწორედ ამ ნომერში ხდება განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრების გამოქვეყნება.
მოლოდინმა გაგვიმართლა. შალვა მამუკაშვილი საუკეთესოთა შორისაა. მიმდინარე სეზონში ის პირველად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში, იმედი გვაქვს, რომ არა უკანასკნელად.
- რაგბი. ლეგიონერები: შალვა მამუკაშვილის ორი ლელო [VIDEO]სიმბოლური ნაკრები: 15. ზაკ ჰოლმსი (ლა როშელი), 14. ადრიან პლანეტე (კლერმონი), 13. ორელიან რუჟერი (კლერმონი), 12. ჯალე ვატუბუა (პო),
11. გაბრიელ ლაკრუა (ლა როშელი), 10. ფრანსუა სტეინი (მონპელიე), 9. ტიბალტ დობანა (პო). 1. ვივიენ დევიმე (ბრივი), 2. შალვა მამუკაშვილი (მონპელიე), 3. პატრიკ ტოეტუ (ბრივი), 4. ალი მალდონი (გრენობლი), 5. ჯონ ქოვუ (ლა როშელი), 6. ფულჟანს უოდრაოგო (მონპელიე), 7. ვენსელას ლორე (მეტრო რასინგი), 8. რორი გრაისი (გრენობლი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"