"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ფიჯიმ ისევ მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქემ 2019 წლის მსოფლიოს თასზე, ფიჯის ეროვნულმა გუნდმა ოკეანეთის შესარჩევ ტურნირში ბოლო მატჩი გამართა.

ფიჯელებმა სტუმრად დაამარცხეს სამოას ნაკრები 38:16 და გათამაშება დამაჯერებლად მოიგეს.

"ბორჯღალოსნების" მომავალმა მეტოქემ მასპინძლებს ხუთი ლელო გაუტანა. აქედან სამი, ცხრა ნომრის, ჰენრი სენილოლის ანგარიშზეა.

შედეგად, შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილზე ტონგას ნაკრები გავიდა, რომელიც C ჯგუფში ინგლისის, არგენტინის, საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. სამოას ეროვნული გუნდი კი პლეი ოფში ევროპის ერთა თასზე მეორე ადგილზე გასულს, ანუ ევროპა 2-ს დაუპირისპირდება.

ფიჯი: 15. ტიმოსი ნაგუსა,
14. ვერენიკი გონევა, 13. ასაელი ტიკოიროტუმა, 12. ჯალე ვატუბა, 11. პატრიკ ოსბორნი, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ჰენრი სენილოლი 1. კემპეს მააფუ, 2. ტუაპატი ტალემაიტოგა, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაგანიბუროტუ, 7. აკაპუსი კერა, 8. ნემანი ნაგუსა.

16. სანია კოტო, 17. ჯოელი ვეიტაიაკი, 18. კალივატი ტავაკე, 19. აპისალომე რატუნიიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ფრენკ ლომანი, 22. ერონი ვასიტერი, 23. ჯოსია ტუისოვა
ფიჯი: 5ლ - სენილოლი (3), ვატუბუა, რატუნიიარავა. 5გ,ს - ვოლავოლა

A ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპა1, პლეი ოფი
B ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია, აფრიკა 1, რეპეშაჟი
C ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ, ტონგა.
D ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, ამერიკა2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული