მილანში გამართული ტურნირის დასკვნით დღეს, ქართველმა სტუდენტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვალენსიელი (ესპანეთი) სტუდენტები 43:7 დაამარცხეს. საბა შუბითიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, იოსებ მათაშვილმა ორი ლელო დადო, ხოლო გიორგი კვესელაძემ, თორნიკე მანაგაძემ და აკაკი ტაბუცაძემ თითო-თითო ლელო მიითვალეს. მათიაშვილმა და დიმიტრი კალანდაძემ ორ-ორი გარდასახვა შეასრულეს.
ფინალში სეუ-ს მეტოქე ყუბანის (რუსეთი) უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელსაც ქართველმა სტუდენტებმა ჯგუფურ ეტაპზე 12:7 სძლიეს და ორგანიზატორებმა ის შეხვედრა ტურნირზე საუკეთესოდ
სეუ მეხუთე წელია რაც სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
კაცთა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ იოსებ მათიაშვილი დაასახელეს და მას სპეციალური პრიზი გადაეცა.
გაისად საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში, ორლეანში გაიმართება.
სეუ-ს 7-კაცამ სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე
მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე
ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე
მენეჯერი: ლელა წიკლაური
ექიმი: გიორგი მურადაშვილი