რა გველის წინ - 2014 წლის სარაგბო კალენდარი

AutoSharing Option
2014 წლის დადგომასთან ერთად, განახლდა ყველა წამყვანი ევროპული საკლუბო ჩემპიონატი და ტურნირი.

საფრანგეთსა და ინგლისში ყველანაირი პაუზის გარეშე გრძელდება შიდა ჩემპიონატი, გასულ უქმეებზე კი "ჰაინეკენის თასის" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა.

სანაკრებო ბატალიები ოდნავ მოგვიანებით, თებერვლიდან აიღებს სტარტს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სეზონი ელით რაგბის მოყვარულთ.

გადავწყვიტეთ, დაწვრილებით მოგითხროთ მიმდინარე წლის სარაგბო კალენდარზე, რათა რაგბის ერთგულ გულშემატკივარს არ გამორჩეს არც ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა თუ მატჩი.

იანვარი - ტრადიციულად, არ ისვენებენ ბებერი კონტინენტის წარმომადგენლები და
თითქმის პაუზის გარეშე მიმდინარეობს ინგლისისა და საფრანგეთის შიდა ჩემპიონატები. 17 და 18 იანვარს VI ტურის მატჩებით დასრულდება "ჰაინეკენის თასის" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ეტაპები და გამოვლინდებიან პლეი ოფში გამსვლელი გუნდები.

თებერვალი - პირველსავე რიცხვში ევროპის მასშტაბით შეწყდება საკლუბო მატჩები და მცირე ხნით სანაკრებო შეხვედრები ჩაანაცვლებს.

1-ელ თებერვალს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს ნაკრები ერთა თასის მატჩის რანგში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებს, ერთი კვირის თავზე გასვლაზე პორტუგალიას დავუპირისპირდებით, ხოლო 22 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს ვმასპინძლობთ.

თვის განმავლობაში განახლდება საქართველოს ჩემპიონატის I ლიგის მატჩები და XIII-XVII ტურის შეხვედრები ჩატარდება.

ერთა თასის პარალელურად, სტარტს აიღებს ექვსი ერის გათამაშება. აღსანიშნავია 1-ელ თებერვალს გასამართავი საფრანგეთი-ინგლისის დაპირისპირება, 8 თებერვალს ირლანდია - უელსი, 21-ში უელსი - საფრანგეთის ჯახი, მომდევნო დღეს კი ინგლისი - ირლანდიის უშეღავათო ბრძოლა.

14 თებერვლიდან სამხრეთ ნახევარსფეროშიც სტარტს იღებს ყველაზე ძლიერი საკლუბო ტურნირი "ზე რაგბი", რომლის რეგულარული გათამაშება 12 ივლისამდე გასტანს.

მარტი - 1-2 მარტს, 70-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდება საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი და თვის განმავლობაში XIII-XV ტურის შეხვედრები გაიმართება.

I ლიგის გათამაშებაში კი დასრულდება რეგულარული სეზონი და სტარტს აიღებს პლეი ოფის პირველი დაპირისპირებები.

სანაკრებო დონეზე საქართველო 8 მარტს სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე რუმინეთის ნაკრების მასპინძლობით დავასრულებთ ერთა თასის 2014 წლის გათამაშებას.

პარალელურად, დასრულდება 6 ერის გათამაშებაც: 9 მარტს ინგლისი - უელსია, ხოლო უკანასკნელი ტურის ცენტრალური დაპირისპირება 15-ში შედგება: საფრანგეთი - ირლანდია.

აპრილი - საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარდება XVI-XVIII ტურის შეხვედრები, რითაც დასრულდება რეგულარული გათამაშება. I ლიგაში გაიმართება პლეი ოფის დაპირისპირებები და გამოვლინდება ჩემპიონი, რომელიც მომდევნო სეზონში ავტომატურად მიიღებს უმაღლესი ლიგის საგზურს (26-27 აპრილი).

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (10-20 აპრილი, პოლონეთი)

ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდება ევროპული საკლუბო ტურნირები. "ემლინ ჩელენჯ კაპის" პლეი ოფი - 3-27 აპრილი. 5-6 მარტს შედგება "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალური დაპირისპირებები, ხოლო 26-27-ში - ნახევარფინალური ეტაპი.

მაისი - თვის დასაწყისში სტარტს აიღებს უმაღლესი ლიგის პლეი ოფები, ხოლო 24 მაისს, ფინალურ მატჩში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი. 11-18 მაისს გასავარდნ პლეი ოფში, ორრაუნდიან მატჩში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან პირველი ლიგის II-ადგილოსანი და უმაღლესი ლიგის IX-ადგილოსანი.

შედგება საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის პლეი ოფი. მეოთხედფინალები - 9-10 მაისი, ნახევარფინალები - 16-17 მაისი; ფინალი - 31 მაისი.

ინგლისის "ავივა პრემიერშიფის" ნახევარფინალები - 16-17 მაისი, ფინალი - 31 მაისი ("თვიქნემი", ლონდონი)

23-ში გაიმართება "ემლინ ჩელენჯ კაპის" ფინალური დაპირისპირება, რომელსაც კარდიფის "არმს პარკი" უმასპინძლებს.

24 მაისს კარდიფის "მილენიუმზე" შედგება "ჰაინეკენის თასის" ფინალური მატჩი.

ივნისი - ივნისის დასაწყისში საქართველოს დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი 2014" (7-21 ივნისი), რომელშიც "ბორჯღალოსანთა" გარდა, მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის და იტალიის A ნაკრებები. ტურნირის მეოთხე მონაწილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ივლისი - ზე რაგბის ჯგუფური ეტაპის დასასრული (12 ივლისი), მეოთხედფინალური მატჩები (18-19 ივლისი), ნახევარფინალური დაპირისპირებები (25-26 ივლისი).

2-20 ივლისს ახალ ზელანდიაში გაიმართება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი. ტესტ-მატჩთა რანგში ახალი ზელანდია 7, 14 და 21 ივლისს უმასპინძლებს ინგლისს, ხოლო სამხრეთი აფრიკა 7-ში და 14-ში ორჯერ დაუპირისპირდება უელსს, 28 ივნისს კი შოტლანდიას უმასპინძლებს.

აგვისტო - მსოფლიო თასი (1-17 ქალები, საფრანგეთი); ზე რაგბის ფინალური მატჩი (2 აგვისტო); ოთხი ერის გათამაშების სტარტი (14 აგვისტო-4 ოქტომბერი); საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტი (17 აგვისტო). საქართველოს პირველი ლიგის გათამაშების სტარტი (30-31).

სექტემბერი - საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის სტარტი (6-7 სექტემბერი), ინგლისის "ავივა პრემიერშიფის" სტარტი (13-14).

ოქტომბერი - საქართველოს ჩემპიონატი. V-IX ტურები; I ლიგა - VI-X ტურები.

ნოემბერი - საქართველოს პირველი ლიგა: VIII-X ტურები; ტესტ-მატჩები - 8 ნოემბერი: ინგლისი - ახალი ზელანდია; ირლანდია - ს. აფრიკა; უელსი - ავსტრალია; 15 ნოემბერი: ინგლისი - ს. აფრიკა; შოტლანდია - ზელანდია; უელსი - ფიჯი; ირლანდია - საქართველო (სავარაუდოდ). 22 - ინგლისი - სამოა, ირლანდია - ავსტრალია; უელსი - ზელანდია;

დეკემბერი - საქართველოს ჩემპიონატი. VII-XII ტურები; I ლიგა - X-XIII ტურები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგბის თითოეული გულშემატკივარი დიდი მოუთმენლობით ველოდებით ჯერ 2014 წლის ბატალიებს, როემლიც მეტ წილად მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისია.

ბევრი გაკეთდა საიმისოდ, რომ ეს წელი ქართული რაგბისთვის წარმატებული იყოს (თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია) მაგრამ ერთა თასის მოგება, თბილისის ტურნირის წარმატებით ჩატარება (შედეგის, რეზერვის გამოცდის, სათამაშO კომპონენტების დახვეწის მიზნით) და შემდეგ ნოემბრის ტესტების კვლავ ომახიანად ჩატარება უმნიშვნელოავნესია.

რადგან შედეგს მოვითხოვთ ჩვენც გავიღოთ - სულ მცირე მხურვალე გულშემატკივრობა და სასვსე ტრიბუნები, ეს ბიჭებმა დაიმსახურეს.

რაც შეეხება იმ პრობლემატიკას რომ რაგბი არ შუქდება სათანადო დონეზე ბიჭების შედეგს + გულშემატკივრობის ხარისხით იძულებული გავხადოთ მინიმუმ ჩვენი ჯიბით დაფნანსებული საზ. მაუწყებელი (1 და 2 არხები) , მათი სპორტული რედაქციები მეტი საეთერო დრო დაუთმო ქართული რაგბის გაშუქებას

კიდევ ერთხელ ავალაპარაკოთ ირბ-ს წარმომადგენლები თუ როგორი ატმოსფერო იქმნება საქართველოში რაგბის გულშემატკივრობისას !!!

წარმატებები!!!
GiorgiG83
14:06 14-01-2014
0
გიორგი ბარბაქაძე -ს

ბ/ნ გიორგი პირველ რიგში მადლობა საინტერესო სტატიებისთვის, მარგამ აქვე თხოვნაც მექნება -
იქნებ უფრო მეტი ინტენსივობით შეძლოთ ინფორმაციის გაშუქება თუნდაც სიახლეს მარგამ ზოგადად თემატიკას, რომ უკავშირდებოდეს
ერთგვარი სტატისტიკური მონაცემების ჩართვითურთ.
სხვადასხვა კლუბების მწვრთნელთა მოსაზრებები კლუბებზე, ჩემპიონატზე, ნაკრებზე, ტურნირებზე, სათამაშო სტილსადა ფილოსოფიაზე, ზოგადად ქართულ რაგბიზე...

ნაკრების შემადგენლობა, უახლოესი რეზერვი, შეძლებისდაგვარად სტატისტიკით, საკლუბო მიღწევებით და ასე შემდეგ.
მერწმუნეთ კიდევ უფრო დიდ საქმეს გაუკეთებთ ქართულ რაგბის, გულშემატკივარს!.. :)
GiorgiG83
14:37 14-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული