როგორც ღარიბაშვილმა სარაგბო ბაზის გახსნისას განაცხადა, აღნიშნული ბაზა მოეწყო ბიძინა ივანიშვილის სრული დაფინანსებით.
"ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რაგბის განვითარების პროგრამა 2009 წელს. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე აშენდა 7 ბაზა. უშუალოდ ამ ბაზაზე დაიხარჯა 6 მილიონი. ჯამში კი, შვიდივე ბაზაზე დახ
მისივე თქმით, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა, კერძოდ, გია ნიჟარაძე და მისი გუნდი მოტივირებულნი არიან, რომ საქართველომ მეტი გამარჯვება მოიპოვოს.
ასევე, პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ბაზა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ქუთაისში, რომელზეც 11 მილიონი დაიხარჯა, ასევე - ფოთში, რომელზეც 7 მილიონი დაიხარჯა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და "ქართუ ფონდს", რომელიც უნიკალურ საქმეს აკეთებს რაგბის განვითარების საქმეში. 7-8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ ფეხბურთისთვის 100 მილიონი დოლარი გამოეყო, თუმცა მაშინ ძველმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ თანხის მიღება და უარი თქვა ამაზე. შემდეგ ეს თანხა გადამისამართდა რაგბის განვითარებაზე და შედეგს ვხედავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გახსნას ესწრებოდა სპორტის მინისტრი, რომელმაც მადლობა გადაუხადა "ფონდ ქართუს". ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა კომპანიებიც მიმართავენ მსგავს კამპანიას და ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას.
წყარო: interpressnews.ge