ექიმის თქმით, მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის, რაც შეეხება მეორე პაციენტ გიორგი ლომინაძეს, ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა შეერთებული.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ქართველი მორაგბე, ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე დაშავდნენ. ისინი მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
- ავარიის შედეგად კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გიორგი ლომინაძეა დაშავებული
- როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მერაბ
- მერაბ კვირიკაშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა
"მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის. მას ფილტვების დაჟეჟილობა აქვს და ამჟამად იმყოფება ინტენსიურ მეთვალყურეობაზე. პაციენტი გონზეა. ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
მეორე პაციენტი გიორგი ლომინაძეა. მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები აქვს. აქვს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვალის მოტეხილობა, ტრამვული შოკი, ქალატვინის ტრამვა. სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგი. უტარდება შესაბამისი მკურნალობა. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე რეანიმაციულ განყოფილებაში" - განაცხადა ექიმმა.