მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, 25 ივლისს გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ჩაუტარდათ ურთულესი, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო.

ქირურგიული ჯგუფი ოპერაციების შედეგებს დადებითად აფასებს.

პაციენტები კვლავ რჩებიან მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, იგი
მრავლობითი დაჟეჟილობით გადაყვანილია პალატაში.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ორი მანქანა იყო და შესაბამისად მძღოლიც ორი იყო, თუ ორივე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ე.ი. ეს ტრაგედია ორივეს ბრალეულობით მოხდა, მაგრამ მათზე მეტად არავინ დაზარალებულა და სეირის მაყურებლებო ბოღმიანებო თქვენი სამართალი თქვენთვის გამოიყენეთ...რა უფლება გაქვთ ამ ტრაგედიის მონაწილეებზე თანაგრძნობის გარდა სხვა გრძნობით ისაუბროთ!!!
მებრძოლი ლაზი
28 ივლისი 2016 12:15
0
სანამ ვიმეს ტალახს ესვრით ჯერ მოიცადეთ, "სავარაუდოდ" "მგონი" უეჭველი ის იქნებოდა" და ასე შემდეგ, თუ მერაბი იჯდა პასუხსაც აგებს, მაგრამ თუ არ იჩდა? ადამიანს სამი კაცის მკვლელობას რომ აბრალებთ თქვენს სულზე მაიც არ ფიქრობთ?
giorgi
27 ივლისი 2016 18:56
0
უბედური შემთხვევისაგან არავინ არის დაზღვეული. არ შეიძლება განვსაჯოთ მძღოლი, ყველაზე მეტად ის იტანჯება ალბათ...
ელა
27 ივლისი 2016 13:59
0
განსჯა ადვილია, ყველაზე მეტად დღეს მერაბს უჭირს და ყველაზე მეტად მერაბს სტკივა. ჯერ არ არსებობს აბსოლიტური სურათი რატომ მოხდა ავარია და ათასი სხვადასხვა ვერსია გამოითქმის, სჯობს დაველოდოთ გამოძიების დეტალებს და შემდეგ ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ნუ ვესვრით ერთმანეთს ტალახს და ნურც ვინმეს გავამართლებთ აპრიორი. დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ ვილაპარაკოთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის სამი ანგელოზი რომლებიც ამ საშინელ ტრაგედიას შეეწირნენ და მერაბი კი დარწმუნებული ვარ ისევე ვაჟკაცურად გაუმკლავდება ყველა განსაცდელს და ვაჟკაცურად ატარებს თავის ტვირთს როგორ ვაჟკაცურადაც იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს მრავალი წლის განმავლობაში.
mefe333
27 ივლისი 2016 13:28
0
ეხ!!!სამწუხაროა ძალით რომ იღუპავენ თავს ახალგაზრდები.კაცმა არ იცის გამოჯანმრთელდებიან კი??შეძლებენ კვლავ სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელებას??ღმერთმა გამოგაჯანმრთელოთ 100% და თანაც მალე!!
tata
27 ივლისი 2016 11:59
0
მალე გამოწანმრტელებულიყავით
rusudani
27 ივლისი 2016 10:01
0
ცუდია
26 ივლისი 2016 23:23
0
შემთხვევისგან არავინ არ არის დაზღვეული ჯერ გაარკვიეთ რა მოხდა.
me
26 ივლისი 2016 22:12
0
მე ვნახე და ნეტა არ დამენახა დასისხლიანებული ახალგაზრდა.....სავარაუდოდ დაზარალებული, რომელიც შველას ითხოვდა უამრავი ადამიანი გარშემო...მის მერე თავი მეზიზღება....მე რომელიც ვმგზავრობდი,(უბრალოდ)და რომელმაც დავინახე გავლით ეს საშინელება,რა საცოდავები ვართ ადამიანები როცა ასე არ გვიყვარს ერთმანეთი.....
მგზავრი......
26 ივლისი 2016 21:45
0
საუბარი იყო მესამე მანქანაზე. ჩვენ რა მოხდა ზუსტად არ ვიცით და იმედია მალე გავიგებთ. რაც შეეხება თუ როგორ აპირებს ცხოვრებას, არამგონია ამის კითხვა მართებული იყოს. ვიღაც ბანდიტი არ აის და თუ ავარია მისი ბრალი იყო თავისი ეყოფა.
giorgi
26 ივლისი 2016 21:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული