"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს!
გასწრების დროს გამოვარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მეკო შეეცადა, აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.

- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
საშინელება მოხდა.ეს ფაქტია დაყველას გთხოვთ,ფრთხილად იარეთ მეგობრებო,გაუფრთხილდით თავს და ერთმანეთს,ჩვენ ხომ ისედაც ვცოტავდებით.ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას გისურვებთ,დაღუპულთა ოჯახებს კიდევ და კიდევ გისამძიმრებთ და გაძლებას გისურვებთ,სხვაფრივ კი ვიზიარებ ნინოს და ირაკლის მოსაზრებებს.
სოსო
26 ოქტომბერი 2016 16:40
0
ხვალ ვის რა განსაცდელის წინაშე დაგაყენებთ ღმერთი და რა ცხოვრებისეულ გამოცდას მოგიწყობთ არავინ იცის,ამიტომ სხვისი ცხოვრების კრიტიკის მაგივრად ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ.. თუ დასასჯელია კანონი დასჯის და ღმერთიც... და არავინ იცის ალბათ მის გულში რა ცეცხლი ტრიალებს... ადამიანს ასეთი ჯვარი აქვს სატარებელი მთელი ცხოვრება და თქვენგან ტკივილის დამატება აღარ ჭირდება.. კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, - რაზეც სხვას აკრიტიკებთ, ზუსტად იგივე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ ღმერთთან...ეს ცხოვრების კანონია და თანაგრძნობის სწავლაც არ გაწყენდათ
უარყოფითი კომენტარების ავტორებს
26 ოქტომბერი 2016 14:38
0
მეკოსაც და ჩვენც ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები.შვილები რომ არ ყოლოდა შეიძლება მონასტერშიც წასულიყო კიდეც ვინ იცის. ღმერთმა გაუმარჯოს თავის საქმიანობაში და ჩვენც გავეხარებინეთ თავისი წარმატებებით.
Dato
25 ოქტომბერი 2016 23:22
0
ძალიან სწორად მოიქცა მეკო, რაგბს რომ დაუბდუნდა.
ცხოვრება გრძელდება.....
aravin aris dazxveuli
25 ოქტომბერი 2016 22:11
0
ვინ კითხავს საზოგადოებას დაუბრუნდებოდა თუ არა რაგბს...
თიკო
25 ოქტომბერი 2016 22:11
0
რა შუაშია 4 შვილი ჰყავს და რჩენა უნდა? ამაზე არაადეკვატური პასუხი არ არსებობს. აბა მე ვყოფილიყავი იმ საჭესთან, უკვე განაჩენ გამოტანილი ვიქნებოდი და "ჩემ" 4 შვილს არავინ შეხედავდა. თუმცა აქ სხვა რამეზეა საუბარი, გავიგეთ რომ რჩენა უნდა, ჰოდა გაანებე ბიძია თავი მაგ რაგბს და რამე ოფისური, მენეჯერული საქმეს მიჰყე ხელი. ან რაგბის კავშირში დასაქმდი ან რაიმე, რასაც საზოგადოება დიდი აღშფოოთებით არ შეხვდება, და საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ ის ოჯახის წევრები ვისაც დაეღუპათ შვილები აღარ იქნებიან გაღიზიანებულები. დააბრალეს ეხლა ვიღაც მერსედესის მძღოლს.
ggg
25 ოქტომბერი 2016 17:48
0
ჯერ ერთი მეკომ მოკლა თუ არ მოკლა არავინ იცის, ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. რომც გაკეთებულიყო სასამართლო განაჩენამდე კაცის დადანაშაულება არ ღირს. მეორე კიდე ის რომ ვაცალოთ შსს-ს, ჩემი ავარიის გამოძიება (ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად) გაიწელა 6 თვე და ალტერნატიული ექსპერტიზების დანიშვნა დასჭირდათ. სანამ მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ ხელს შსს განცხადებას არ გააკეთებს, რადგან მერე ეს ახალი ჭორაობის საბაბი გახდება. რაც შეეხება მეკოს თამაშს, უნდა ეთამაშა, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამით აჩვენებს რომ ძლიერი ადამიანია
გულშემატკივარი
25 ოქტომბერი 2016 17:46
0
ძალიან ცუდი რამე მოხდა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით ამის შესახებ,ვერ გამოვდგებით მსაჯულად!ერთი კი აუცილებლად სათქმელია:ამ ბიჭს, მთლად გულთან არ მიუტანია ეს ყველაფერი! (საქციელით ასეა)
თვინიერებო
25 ოქტომბერი 2016 17:46
0
როგორ ფიქრობთ, ადამინმა არ იმუშოს ტრაგედიის შემდეგ? შვილები ყავს და თქვენ ურჩენთ? სამწუხაროა რომ 4 ადამიანი შეეწირა ამ ფაქტს, მაგრამ რადგანაც ბავშვები უპატონოდ რჩებიან წესით სასამართლომ უნდა მიიღოს შემამსუმუქებელი გადაწყვეტილება.
*****
25 ოქტომბერი 2016 16:54
0
შსს-მ ოფიცილაური დასკვნა გამოაცხადოს და გვითხრას ვისი ბრალი იყო თუ უდანაშაულოა ეს კაცი რა უნდა ქნას თავი მოიკლას 4 შვილის მამამ? რაგბის გარდა იქნებ არაფერი იცის?
912
25 ოქტომბერი 2016 16:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული