"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.
იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს!
გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.
მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.
- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...
ცხოვრება გრძელდება.....