რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ფოთელი მორაგბეები: დიმიტრი ბასილაია, ირაკლი მირცხულავა, ანზორ სიჭინავა, ზურაბ ჟვანია

იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც წინ პასი არ შეიძლებაო! მომგონიც და ამ თამაშისმაგვარი რაღაცის სპორტად მომნათვლელიც - დურუ ხუნჭუასგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად შეაგინა ფილმ "მდგმურების" ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა.

გამახსენდა, ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც 22 კაციდან მარტო ორს აქვს უფლება, რომ ბურთი ხელში აიღოსო. ოღონდ ჩემი მეგობარი, რომელიც რაგბისთან ძალიან დაკავშირებული და ამ ოჯახის შინაური კაცია, ამ ოცდაორკაციანი სპორტის არც
მომგონს და არც ნათლიას არ აგინებს. რაგბი რა შუაშია ან ფეხბურთი, ზრდილობიანი კაცია და თავისიც უყვარს და სხვისასაც პატივს სცემს.

მეც რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომერთვას, ისე შევეცდები, გამოვეხმაურო კვირა ღამეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რეჟისორს, სცენარისტს, იდეის ავტორს და სხვას... ანუ გამოვეხმაურები, როგორც გამოეხმაურებოდა რაგბის რიგითი გულშემატკივარი, თუმცა არა მარტო რაგბის, მთლიანად ქართული სპორტის და მათ შორის, უპირველესად, ფეხბურთის.

"ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ. რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ" - ეს გამოთქმა თითქმის ყველა რაგბის ქომაგმა იცის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის სამშობლოში, ინგლისში რაგბის Rugby Football-ს (ანუ ფეხბურთს ქალაქ რაგბიდან) უწოდებენ.

უფრო ცოტას ეცოდინება ის ფაქტი, რომ სახელოვანი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე საქართველოს რაგბის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო. მეტიც, ქალაქ ფოთში ბორის პაიჭაძე და მთელი მისი საძმო რამდენიმე წელი რაგბისაც თამაშობდნენ და ამავე ქალაქში სარაგბო გუნდიც ჰყავდათ. და არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც მართლა უცნაურია ის გაღიზიანება, რომელიც ფილმ "მდგმურებში" მორაგბეების მიმართ არის გამოხატული.

გასაგებია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიზანი - მათ აჩვენეს ის პრობლემა, რაც საერთოდ სპორტს გააჩნია ფოთში, მაგრამ რაგბი რატომღაც მოძალადის როლში აღმოჩნდა. არ მინდა პოლემიკა და მით უმეტეს,  ფეხბურთისა და რაგბის უკეთეს-უარესობაზე კამათი, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ: როცა 2003 წელს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე პირველად გავიდნენ, ვარჯიშობდნენ ვაკის პარკის ბილიკებზე და "პადვლებში" სახელდახელოდ მოწყობილ "შტანგის" დარბაზებში? ისინი 2007 წლის მსოფლიოზეც ისე გავიდნენ, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდათ! მაგრამ დედას არავინ იგინებოდა.

შემდეგ აქედან აღებული კარგი სტარტით ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და ამაში ფოთმაც შეიტანა თავისი დიდი წვლილი - და კვლავ კითხვა: რატომ არ ეამაყებათ ფოთელებს, რაგბის მომგონ ინგლისელებს ერთადერთი ლელო ფოთელმა ბიჭმა (დიმიტრი ბასილაიამ) რომ დაუდო? არ მგონია, რომელიმე ფოთელ ფეხბურთელს ასეთი რამ გაეკეთებინა, თორემ ეს გვეცოდინებოდა ყველას, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებოდით და ყველანი, ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივრები ერთად ვიამაყებდით.

ცხადია, პრობლემა აქვთ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა ეს პრობლემა რაგბის არ შეუქმნია. პირიქით, მისაბაძი მაგალითია რაგბი, თითოეული მორაგბე და რაგბის ოჯახი, რომელმაც საოცარი რამ მოახერხა და არაფრისგან (მატერიალურ ბაზას ვგულისხმობ) შექმნა ის, რაც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო ასოცირდება წარმატებებთან, თავდადებასთან და საქმის სიყვარულთან.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ერთი კინო არ აქვს ქალაქსო და სწორედ ეს არის პრობლემა - მორაგბეების მიერ ქალაქის "ოკუპაციას" კი არ უნდა მიეწეროს ფეხბურთის სავალალო დღე, არამედ სხვა მიზეზს. კინოც (კლუბი) მორაგბეებმა შეიწირეს? რა თქმა უნდა, არა! ამაზე საუბარი, მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვყვანს და ამიტომ დავასრულებ ჩემს "კირკიტს".

კირკიტს ხუმრობით ვამბობ, თორემ რომ ჩაუკირკიტდეს კაცი, იმასაც იტყოდა, რომ რაგბისადმი არაკეთილგანწყობა ფილმის ბოლოს, ტიტრებშიც გამოჩნდაო - როგორც წესი, ფილმზე მომუშავე ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელობას, "რაგბი არენის" ხელმძღვანელობასაც, მაგრამ არა ფოთის სარაგბო კლუბზე მართლა გადამკვდარ და დიდი დამსახურების მქონე მწვრთნელს, ამირან შავგულიძეს, მეტსახელად "პიკასოს".

არადა, ფილმში მორაგბეთა მწვრთნელი საკმაოდ კონსტრუქციულად ასაბუთებს რაგბის არსებობის ლოგიკურობას ფოთში და მხოლოდ ერთხელაა ემოციური, ოღონდ არაუწმაწური - ესეც, ალბათ, არასწორად დასმული კითხვის ან რაღაც გაუგებრობის მიზეზით.

საქართველოში რაგბის არსებობის მანძილზე სარაგბო ოჯახი საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. საზოგადოების თვალში რაგბი ამან გამოარჩია და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. რაგბის ოჯახი, რომლის განუყოფელი ნაწილია რაგბის ქომაგი, ამაყობს ამ იმიჯით. ცოტა მეჩოთირება, მაგრამ ფილმის სათაურმა, "მდგმურებმა", "ჯაყოს ხიზნები" გამახსენა. და ფოთში მორაგბეების სტადიონზე არსებულ სიტუაციაში ბარბაროსი, მომგონსაგინებელი რაგბი თუ მორაგბე მაგრად ჰგავს ჯაყოს? რაღაც უადგილო შედარება გამოვიდა ან იქნებ გადავამეტე?

თავშივე ვთქვი, ფეხბურთი და რაგბი ძმები არიან-მეთქი და ძმებად დარჩებიან. ძალიან მაგრად მინდა, რომ ქართული ფეხბურთი მალე ავიდეს ქართული რაგბის სიმაღლეებზე და რომც გაასწროს, იმათ რატომ (დაფინანსებას და ყურადღებას ვგულისხმობ) და რაგბის რატომ არაო, ასეთ კითხვას,  დარწმუნებული ვარ, რაგბის ოჯახიდან არავინ დასვამს.

და ერთი კიდევ - ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფეხბურთსაც და რაგბისაც არა მხოლოდ დიდი ტრადიციაც აქვს, მათ ჩვენს ეროვნულ სპორტად ვთვლით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად ჯენტლმენურ-კორექტული.

გიორგი მამარდაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
კაი ფეცბურთი ბევრად პოპულარული თამაში მსოფლიოში, მერე რა? ჩვენ არ გამოგვდის და რაც გინდა ის ვქნათ. საქართველოს ფეხბურთი ფედერაციაში კორუფცია. ესა ფეხბურთის სიყვარული? თუ ფლანგიდან ფლანგზე ბურთი რომ ვერ გადაქვთ? თუ ნაცნობობით რომ იღებენ გუნდებში ფეხბურთელებს? ფეხბურთი ბიზნესი გახდა, რომელსაც თუ ახლობელი ან ფული არ გაქ ვერ გაეკარები. რაც შეხება რაგბს ეს ყველაზე კაცური თამაში და ჩვენი ქვეყნა ამ სპორტში კდიევ დიდ წარმატებებს მიაღწევს რადგან ვაჟკაცები თამაშობენ.
პ.ს. მადლობა რაგბისტებს, რომ გულს გვიხარებენ და ასე უყვართ სამშობლო. ჩვენ თქვენთან ვართ !
რას ამბობთ?!
03 თებერვალი 2017 13:17
0
"თემური-ს" კომენტარზე : ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების თამაში რომ ანტიფეხბურთი იყო, არ გვინდა ამაზე დავა. აი ასეთი თამაშით ვერასოდეს მოუგებ შენზე ძლიერს რაგბში... ვის ფეხბურთი უნდა მოსწონდეს და ვის რაგბი, გემოვნების საკითხია. Mე ორივე მომწონს და ვუყურებ. მაგრამ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების რამოდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით ბოლო 25 წელიწადში, ღირებული არაფერი მომხდარა: არანაირი თანმიმდევრული წინსვლა, მსოფლიო რეიტინგში კატასტროფული ადგილი და ბოლოში ყველაფრის მწვრთნელებზე გადაბრალება. ამის მიუხედავად ფეხბურთის ყურებას მე თავს არ ვანებებ, მაგრამ რაგბის ნაკრებთან ფეხბურთის ნაკრების შედარება მე მგონია ცოტა უხერხული
giorgi
23 ნოემბერი 2016 14:35
0
საქართველოს რაგბის ჩემპიონატზე განა დადის ხალხი? :) და რამდენი კაცი ესწრება?ესწრებიან მხოლოდ ნაკრების თამაშებს.
ჩვენთან ის სპორტი ხდება პოპულარული რომელშიც მოგებას ვახერხებთ სანაკრებო დონეზე, პატარა ხალხი ვართ და ყოველი მცირე გამარჯვება გვიხარია, ამისათვის მივდივართ სტადიონზე, იმას კი ვერ ვგრძნობთ რომ ეს გამარჯვება ჩემპიონატის დონიდან უნდა მოდიოდეს, იქ კი ასეთი რამ არ იქნება მანამ,სანამ დასწრება არ იქნება. ეგაა და ეგ.
jarji21
23 ნოემბერი 2016 14:27
0
ერთსაც დავამატებ ჩემს ნათქვამს, განა კალათბურთში არ ვარტ უფრო მაგრები? პრორიტეტული უნდა იყოს ეხბურთი, კალათბურთი-ყველაზე პოპულარული სახეობები, აგრეთვე ჭიდაობა, ჭადრაკი, რომლებშიც ისტორიულად ძლიერები ვყავით და სპორტის ოლიმპიური სახეობები, შემდეგ შეიძლება მოდიოდეს რაგბი (გულის მოსაფხანად(, რომელსაც 16 ქვეყანაში თამაშობენ, ჩვენ მე-12 ვარტ რეიტინგში, ხოლო პირველი 6 ქვეყანა, როგორც წესი, არც კი გვეთამაშება ხოლმე
თემური
23 ნოემბერი 2016 14:22
0
რა სისულელეა, თითქოს რაგბიში უფრო მაგრები ვართ, რაგბის ნაკრები ასჯერ რომ შეხვდეს რომელიმე ჩემპიონს ასჯერვე სულ მცირე 50 ქულის სხვაობით დამარცხდება, ასეა ფეხბურთში? რა თქნა უნდა არა, ესპანეთთან თამაშის გახსენებაც შეიძლება, ინგლისთან 2 ბურთის სხვაობით წავაგეთ და ნწვრთნელი გადადგა, ახლა შევხვდებით შოტლანდიას და ვნახავთ რაც მოხდება, თუმცა შოტლანდია რაგბის ლიდერებთან ყოველთვის აგებს ხოლმე. რაგბის ქომაგობა ეს ქართველების ახალი გაბრიყვებაა, არ ვამბობ, რომ რაგბისტებს არ ვუგულშემატკივროთ, მაგალითად, რუსეთთან, სადაც არავითარი ყყრდღება არ ექცევა სპორტის ამ სახეობას, ფეხბურთზე კი სპეციალური არხიც კი მუშაობს და დიდი თანხებიც იხარჯება, თუმცა რუსებიც ვერ დაიკვეხნიან დიდი წარმატებებით
თემური
23 ნოემბერი 2016 13:51
1
ფეხბურთის არც ფულადი რესურსები არ აქვს საქართველოს, და არც გულშემატკივრების სიმრავლე. ამიტომ დაანებეთ თავი რაც არ გამოგივათ და მიხედეთ რაგბს
ფფფ
23 ნოემბერი 2016 03:21
0
სამწუხაროდ კომენტარებს ვერ ვუშვებ. "რაგბი ჩვენი თამაშია" და ვფიქრობ რომ ფეხბურთიც კიდევ კალათბურთი კიდევ ძიუდო კიდევ თავისუფალი და ბერძნულ რომაული ჭიდაობა........
დავითი
21 ნოემბერი 2016 17:32
0
ფეხბურთს რომ ეშველოს ერთი მარტივი გზა არსებობს უნდა შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არცერთი თეთრი. გარკვეული კატეგორიის ადამიანები(მიხვდბით რა ხალხზეცაა საუბარი) როცა დაინახავენ რომ იოლი ფული აღარ იშოვება ფერხბურთში შეეშვებიან და წავლენ(სად ეს ცალკე თემაა :)). მერე ფეხბურთი ჩავარდება რაგბი რომ იყო 2000 წლების დასაწყისში ისეთ დღეში. მოვა სუფთა ხალხი ვისაც მართლა გული შეტკივა და უყვარს ფეხბურთი და დაიწყებენ ნულიდან მშენებლობას და ასე 20-30 წლის მერე გავალთ მსოფლიოზე თუ არა ევროპის ჩემპიონატზე მაინც. ესაა რეცეპტი :) მწარე ხუმრობა ნარევი სიმართლით.
დავითი
21 ნოემბერი 2016 17:28
0
როგორც ყველა, ან დიდი უმრავლესობა მაინც, ჩემი თაობის წარმომადებელი ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობთ და რათქმა უდნა გვიყვარს ეგ სპორტი. რაგბის ყურება ასევე როგორც დიდმა უმრავლესობამ საქართველოს წარმატებული თამაშის მერე დავიწყე. თავიდან ტიპიური "რუსებს ვუგებთ ე.ი. მაგრები ვართ" გულშემატკივარი ვიყავი. ნელ-ნელა წესები რომ ვისწავლე მივხვდი რომ ძალიან მაგარი სპორტია და ვნანობ რომ არ მომეც საშუალება ბავშობაში მეთამაში ისე როგორც ფეხბურთი ვითამაშე(ბავშვურად გასართობად მუღამის დასაჭერად). შევეცდები მოკლედ ვთქვა რაგბი რითი მიზიდავს: ეს არის სპორტი სადაც ძალიან დიდი ფიზიკური წნეხის ქვეშ გიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებიეს სისწორეზეა დამოკიდებული შენი გუნდის გამარჯვება. წარმოიდგინეთ 130 კილოიანი კაცი მოდის რომ გაგთელოს გადაგიაროს შენ ბურთი გიჭირავს ხელში და უბრაოდ კი არ უნდა მოიშორო და გაიქცე, არამედ სწორად უნდა გადააგდო. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო და სხვა ღირებულებები არ ჩამოვთვალო ეს არის ჩემთვის რაგბი. "რაგბი ჩვენი თამაშია"
დავითი
21 ნოემბერი 2016 17:18
0
მოაშორეთ კალაძე ამ ქვეყანას და ყველა დაწყნარდება.
qartveli
17 ნოემბერი 2016 14:43
0

სიახლეები პოპულარული