ხოსეპ გვარდიოლა იაპონიის მორაგბეთა ნაკრების კონსულტანტი გახდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მზადაა, თავისუფალ დროს იაპონიის მორაგბეთა ნაკრებს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აქვეყნებს.

"მთავარია, წელს მივხვდით, რომ ტაქტიკურად უფრო განსწავლულები უნდა ვიყოთ. ადეკვატური რეაგირება უნდა გვქონდეს მოედანზე მომხდარის მიმართ და დროულად შევიტანოთ კორექტივები.

მიუნხენის "ბაიერნის" ვარჯიშს დავესწარი და მთავარ მწვრთნელთან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა.

ვფიქრობ, გვარდიოლას დახმარებით უკეთესები გავხდებით. ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, ასეთი ადამიანებისგან საუკეთესოს სწავლა ყოველთვის გწყურია.

რაგბი და ფეხბურთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აქ საკვანძო მნიშვნელობა ბურთის მოძრაობას აქვს.

"ბაიერნიც" და "ბარსელონაც" გვარდიოლას
ხელმძღვანელობის დროს ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ. ისინი ყველაზე უკეთესად თამაშობდნენ პასს", - თქვა იაპონიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ ჭრიჭინებ რა ედი! :)
0
რა სისულელეა
dsss
17:19 09-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული