რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს, ლოდნონში, "თვიქნემზე" გამართულ რაგბის მსოფლიოს თასის ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და პლანეტის უძლიერისი ნაკრების წოდება კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა.

"ოლ ბლექსმა" მეტოქე ანგარიშით 34:17 დაამარცხა და "ვებ ელისის" თასს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ (1987, 2011 და 2015 წლებში) დაეუფლა.

მატჩი ახალზელანდიელთა უპირატესობით წარიმართა და შესვენებაზე ანგარიში 16:3 იყო მათ სასარგებლოდ. "ოლ ბლექსის" 16-ივე ქულა დანიელ კარტერმა მიითვალა, რომელმაც 39-ე წუთზე ლელო დადო და თავადვე გარდასახა, იქამდე კი სამი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. პირველ ნახევარში
ავსტრალიელთა გატანილი ერთადერთი საჯარიმო ბერნარდ ფოლის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარი მაა ნონუს ლელოთი დაიწყო. მართალია კარტერმა ვერ გადასახა, მაგრამ ახალზელანდიელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო...

მაგრამ "ვოლაბები" დანებებას არ აპირებდნენ. 53-ე წუთზე დევიდ პოკოქმა საპასუხო ლელო გაიტანა, ბერნარდ ფოლიმ კი გარდასახა და სხვაობა შეამცირა. ამ ყველაფერის კი წინ ახალზელანდიელი ბენ სმითის გასინბინება უძღოდა.

64-ე წუთზე ავსტრალიელებმა ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს - ლელო ტევიტა კურიდრანიმ დადო, ფოლიმ კი გარდასახა და ვითარება დაიძაბა...

მაგრამ ავსტრალიელთა იმედებს ცივი წყალი იმავე კარტერმა გადაასხა, რომელმაც ჯერ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე არეკნით გაიტანა, 75-ზე კი საჯარიმო გამოიყენა.

აქ კი გატყდნენ "ვოლაბები" და შედეგად 79-ე წუთზე ბოდენ ბარეტისგან ლელო მიიღეს, კარტერს კი არ უმტყუნა მიზანმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 34:17.

ამრიგად, მსოფლიოს თასის რიგით მერვე გათამაშება ახალზელანდიელთა ტრიუმფით დასრულდა. პლანეტის მომავალ პირველობას კი ოთხი წლის შემდეგ, 2019 წელს იაპონია უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოკლედ, თქვენ რომ რამესაოცრება არ დაწეროთ არ შეიძლება რა. არ უყურებთ ხოლმე თამაშ და ისე წერთ სტატიას? პირველი ლელო ტაიმის ბოლოს მილნერ სქადერმა დადო და არა დენ კარტერმა.
fraternity
10:00 02-11-2015
0
გასაოცარი გუნდია...რაგბის ბარსელონაა...:დ
ზ უ რ ა
14:48 01-11-2015
0

სიახლეები პოპულარული