40 წლის ასაკში "ოლ ბლექსის" ლეგენდა ჯონა ლომუ გარდაიცვალა

AutoSharing Option
ცნობილი ახალზელანდიელი მორაგბე, "ოლ ბლექსის" ლეგენდარული მოთამაშე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლომუმ თავისი კარიერის განმავლობაში ეროვნული ნაკრების კვართი 63-ჯერ მოირგო. 2007 წელს კი ის რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ლომუმ პროფესიონალურ გუნდში დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს 1995 წლის მსოფლიო თასზე ჩატარებულ ხუთ მატჩში შვიდი ლელო გაიტანა, მათ შორის ოთხი ნახევარფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

პლანეტის პირველობიდან ერთი წლის შემდეგ ლომუს ექიმებმა თირკმლის იშვიათი დაავადება - ნეფროტული სინდრომი დაუდგინეს, რის გამოც ახალზელანდიელი სპორტიდან წასვლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ლომუ 1998
წელს მოედანზე მაინც დაბრუნდა, 1999 წელს კი მისთვის მეორე მსოფლიოს თასზე ითამაშა, სადაც 8 ლელო დადო.

2004 წელს ჯონა ლომუს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი კი მისი ფანატი იყო. გადანერგილმა ორგანომ ფუნქციონირება 2011 წელს შეწყვიტა, რის შემდეგაც ექიმებს გამუდმებით უწევდათ სპორტსმენის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაგბის ლეგენდა იყო და რაგბის ლეგენდად დარჩა ძალიან მაგარი კაცი იყო მაგრად მეწყინა მისი სიკვდილი.
nika
19 ნოემბერი 2015 17:44
0
აზრზე ხარ ეს ლეგენდა მიწაში უნდა მიდიოდეს, ...და ... ერთმანეთში ფუსფუსებდნენ..
ღმერთმა ნათელში ამყოფოს..
georgiano
19 ნოემბერი 2015 03:18
0
ლომუ იყო ფენომენალური მონაცემების სპორტსმენი, როგორიც მაიკლ ჯორდანი, მარადონა, მაიკლ ტაისონი.
WTF
18 ნოემბერი 2015 22:34
0
ძალიან სამწუხაროა... რაგბის პელე
irakli Apkhaidze
18 ნოემბერი 2015 17:34
0
ასეთები საუკუნეში ერთი თუ დაიბადება! ის შეუდარებელია რაგბში, ისე როგორც მარადონა ფეხბურთში.
ako
18 ნოემბერი 2015 17:15
0
საცოდაობა არ არის, ეს მოკვდა და პუტინი ცოცხალია. ხანდახან რა უსამართლოა ეს წუთისოფელი
fraternity
18 ნოემბერი 2015 16:29
0
ძალიან ცუდი, ასეთი ადამიანები ამ ასაკში არ უნდა მიდიოდნენ...
levan
18 ნოემბერი 2015 15:55
0
ძალიან სამწუხაროა.მართლაც რაგბის ფენომენი იყო.შოკისმომგვრელი გამოსვლა ჰქონდა 95-ში.
jaba
18 ნოემბერი 2015 14:50
0

სიახლეები პოპულარული