ლუის ჰემილტონმა "მერსედესის" ჰიპერკარი წარადგინა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში Mercedes-AMG-მ გრანდიოზული პრეზენტაცია მოაწყო. ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა წარადგინა ჰიპერკარი - Mercedes-AMG Project One.

მთავარი მომენტი ის არის, ავტომობილი სარბოლო ტექნიკითაა აღჭურვილი. მანქანის შუაში მდებარეობს 1.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა, აგრეთვე, 4 ელექტროძრავა და ამის ხარჯზე, სისტემური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას აღემატება. მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია, 200 კმ/სთ სიჩქარეს კი 6 წამში აღწევს.

Project ONE-ის 275 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება და მისი ფასი დაახლოებით 2.7 მილიონი ევროა. AMG-ის ჰიპერკარი გაყიდვაში 2019 წლიდან იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული