ავტოსპორტი: დათა ქაჯაია რბოლას უბრუნდება

AutoSharing Option
დავით ქაჯაია საერთაშორისო ავტოსპორტს უბრუნდება - 35 წლის სპორტსმენი TCR-ის სერიაში იასპარეზებს და ესპანურ-ქართული გუნდის PCR-სპორტის ღირსებას დაიცავს.

2016-17 წლებში ქაჯაიამ TCR-ის სერიაში ჯერ "ვოლკსვაგენ-გოლფით" იასპარეზა, მომდევნო სეზონში კი - "ალფა რომეოთი". პირველი ჩემპიონატი 80 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა, 2017 წლის სეზონში კი 76 ქულით მე-12 იყო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა აქ ასპარეზობის შანსი. მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. სამწუხაროა, რომ კონტრაქტის გაფორმება დაგვიანდა. ამის გამო საწვრთნელ რბოლებში ვერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა PCR-სპორტის გუნდის პროფესიონალების მჯერა და
ვიცი, რომ ერთად წარმატებას ბევრჯერ მივაღწევთ", - განაცხადა დავით ქაჯაიამ.

35 წლის ავტომრბოლელი სხვადასხვა კლასში არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გახლავთ, საუკეთესო შედეგი კი 2017 წლის TCR-ის ჩემპიონატში აჩვენა, როცა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართული პირველი ეტაპი მოიგო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული