დღეს, 22 აგვისტოს, რამდენიმე წუთის წინ, ფორმულა 1-ის ოფიციალურ საიტსა და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა იმ ბოლიდის ფოტოები, რომლის მსგავსიც იქნება ახალი სარბოლო მანქანა 2021 წლიდან.
მთავარი ცვლილება უკანა ფრთას და ზოგადად, ბოლიდის უკანა ნაწილს შეეხება. ამის მიზანი გახლავთ გასწრების შესაძლებლობების გაუმჯობესება. უკანა ფრთა უფრო პატარა იქნება და პილოტები ერთმანეთთან უფრო ახლოს მისვლას შეძლებენ.
ახალი მანქანა ფორმულა 1-ის ჯგუფმა "ზაუერის" აეროდინამიკურ ხვრელში გამოსცადა. პირველი ტესტირება ჯერ კიდევ იანვარში ჩაატარეს, მეორე ტესტირება კი მარტში გაიმართა.
ტესტირების შედეგები უკვე გაუგზავნეს ფორმულა 1-ის გუნდებს, თუმცა თითოეულ მათგანს უფლება აქვს, თავისივე ტექნიკურ ბაზაზე გამოსცადოს ახალი მანქანა.