დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდ "მერსედესის" დირექტორი ტოტო ვულფი ლუის ჰამილტონის და "მერსედესის" კონტრაქტზე საუბრობს, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის იქნება გაფორმებული. მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენ პილოტს თავის გუნდთან ხელი ჰქონდა კონტრაქტისთვის მოწერილი, ლუის ჰამილტონი "მერსედესთან" გარიგებას 2 თვის დაგვიანებით დათანხმდა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჰამილტონი, რომელიც თვეზე მეტი რეალურად არ იყო "მერსედესის" გუნდის წევრი, ამბობს, რომ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება თავისი გადაწყვეტილება იყო და არა გუნდის. მას შემდეგ, რაც ფორმულა-1-ის მმართველმა ორგანომ, FIA-მ, მანქანასთან დაკავშირებული რეგულაციები შეცვალა, შემცირდა "მერსედესის" დომინირება და
გაიზარდა კონკურენცია პირველობისთვის ბრძოლაში. ტიტულოვანი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება "მერსედესის" გუნდში ერთგვარ წნეხად მიიჩნევა, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ თავიანთი სუპერვარსკვლავის შენარჩუნებას. 
"დიდი იმედი მაქვს, რომ ლუისი ჩვენთან ერთად იქნება შემდეგ სეზონში; გზა, რომელიც ერთად განვვლეთ, წარმატებით აღსავსე იყო. ის ყოველთვის "მერსედესის" პილოტი - "მერსედესის" ბიჭუნა იყო იმ დღეებიდან, როდესაც ის კარტინგებით რბოლობდა. მას ერთხელაც არ უბრძოლია ფორმულა 1-ში "მერსედესის" ძრავის გარეშე. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, თუ მისი ისტორია ჩვენთან ერთად გაგრძელდება..." - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა ტოტო ვულფმა.

მიუხედავად ყველაფრისა, წლევანდელი სეზონი ლუის ჰამილტონისთვის წარმატებით დაიწყო და ორი რბოლის შემდეგ ჩემპიონატში პირველ ადგილსაც ინარჩუნებს. დარჩება თუ არა ლუისი "მერსედესში", ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ამაღელვებელი და ინტრიგებით აღსავსე სეზონი გველოდება.

ავტორი: ლუკა ბაბილოძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული