7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ძალიან ანაღვლებს ადამიანებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება.
"ერთ-ერთი რაღაც, რაზედაც ყოველდღიურად ვფიქრობ, არის უკიდურესი უთანასწორობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც უკვე ათასწლეულებია მოგვდგამს. როცა ლოს-ანჯელესში გაივლი, ქუჩაში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდები...
ჩემი აზრით, ადამიანები მილიარდებს არ უნდა შოულობდნენ. რაღაც კონკრეტული ლიმიტი უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც მხრივ ერთნაირად იცხოვრონ. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ასეთი კანონის შემოღებაზე, ეს ყველაფერი თანასწორობას ხელს შეუწყობს, თუმცა ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს წესი იურიდიულად"
- განაცხადა ლუისმა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
ასე რომ დამპალი კაპიტალიზმი არასდროს დაუშვებს ყველას კარგად ყოფნას, გამრავლდებიან მდიდრები და მთთან ერთად ღარიბები! ამიტომ ლუისი ტყუილად წუხს, ყოველთვის იქნებიან მათხოვრები, რადგან მდიდარი ელიტა არ დაუშვებს თანასწორობას. დღეს მილიარდერები არიან მეფეები, მილიონერები კი ერისთავები!
ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.
ჩემი არის ჩემი და მორჩა.
მე ამას სხვას გავუნაწილებ თუ არა ჩემი საქმეა და არავისი სხვისი.
სწორია არასწორიას ადგილი აქ არაა.
შემოსავლზე ზღვარის დაწესება ავტომატურად გამოიწვევს განვითარების და პროგრესის შეჩერებას.
უბრალოდ მოტივაცია აღარ ექნება ბევრს.
ას ლარიან საქმეში უნდა მიიღო ასი ლარი, ათას ლარიან საქმეში ათასი და მილიონიანში მილიონი.
თუ ვინმეს ასი ლარი არ მოწონს და მილიონი უნდა, გააკეთოს მილიონიანი საქმე.
პ.ს. არ დაიშუროთ ანლაიქები :D
მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა დავწერე აბა ტყული?
კიდევ ერთხელ, სწორი/არასწორი ძალიან პირობითია და აქ არაა მაგის ადგილი.