ავსტრიული "რედ ბულის" მექსიკელი მრბოლელი, სერხიო პერესი წუხს, რადგან გუნდმა ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო "ალფა ტაურიში" ნიდერლანდელი ნიკ დე ვრიზის ადგილზე გაუშვა.
"ვფიქრობ, ის შესანიშნავ სამუშაოს ასრულებდა (სიმულატორს გულისხმობს). სამწუხაროა, რომ ჩვენ ის დავკარგეთ. დანიელი ძალიან გამოცდილი მრბოლელია, ბოლიდის/მანქანის შესახებ უამრავი რამ იცის. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით, "რედ ბულისთვის" რიკიარდოს ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - განაცხადა "ჩეკომ".
შეგახსენებთ, ავსტრალიელი მრბოლელი თითქმის ნახევარი სეზონის შემდეგ უნგრეთში, "ჰუნგარორინგზე" "ალფა ტაურიში" გადავიდა და დე ვრიზი ჩაანაცვლა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით