მარია შარაპოვა პეკინში გაანადგურეს

AutoSharing Option
პეკინში ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს. მერვედფინალში ბრძოლას გამოეთიშა რუსი მარია შარაპოვა, რომელიც დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ვერ ახერხებს პროფესიულ ტურში წარმატებით თამაშს.

გუშინ მარიამ უშანსოდ წააგო რუმინელ სიმონა ჰალეპთან - 2:6, 2:6. რუსს მინიმალური შანსები ჰქონდა მეტოქის მოწოდებაზე - ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. რუმინელმა კი ცხრა შესაძლებლიდან ხუთი ბრეიკი აიღო. თამაში საათი და 14 წუთი მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მერვე შეხვედრა და რუმინელმა ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ, პირველად დაამარცხა შარაპოვა. ბოლოს, ეს მოთამაშეები
ერთმანეთს აშშ-ის ღიაზე შეხვდნენ და მაშინ რუსმა შეძლო გამარჯვება, რითაც ჰალეპს კლასიფიკაციაში გალიდერების საშუალება მოუსპო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული