საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლი დაინთო

AutoSharing Option
საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, რიტუალი ნახევარკუნძულ პელოპონესზე, ზევსის ტაძართან ჩატარდა.

ერთი კვირის განმავლობაში, 31 ოქტომბრამდე, გაიმართება ოლიმპიური ჩირაღდნის ტრადიციული ესტაფეტა საბერძნეთის ტერიტორიაზე. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო 2129 კილომეტრს დაფარავს და მას 30 ოქტომბერს ჩაიტანენ ათენის აკროპოლისში.

რვა დღის განმავლობაში, საბერძნეთში ცეცხლს 505 მეჩირაღდნე წაიღებს, ხოლო ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში 36 საზეიმო მისალმებაა დაგეგმილი.

პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია 31 ოქტომბერს გაიმართება.

ზამთრის ოლიმპიადის დაწყებიდან 100 დღით ადრე, პირველ ნოემბერს, ცეცხლს პიონჩანგში ჩაიტანენ.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის კორეულ ნაწილში 7500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ცეცხლი მთელ ქვეყანას მოივლის და 9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, მთავარ სტადიონზე მიიტანენ. საერთო ჯამში, ესტაფეტის მარშრუტი 2018 კილომეტრია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული