მარიონ ბარტოლი ჩოგბურთს უბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-7 ჩოგანი მარიონ ბარტოლი კარიერას განაახლებს. ამის შესახებ ფრანგმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

33 წლის ჩოგბურთელს წონა საკმაოდ მომატებული აქვს. ამიტომ იგი მაიამის მასტერსამდე თამაშს არ აპირებს, სადაც იგი "ვაილდქარდს" მიიღებს.

პრესკონფერენციაზე ბარტოლიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც მას პროფესიონალურ ჩოგბურთში დაბრუნება გადააწყვეტინა.

"მე სამი მიზანი მაქვს: პირველი, მოვიგო ფედერაციის თასი, ოლიმპიადაზე ავიღო ოქროს მედალი და კიდევ ერთხელ გავხდე დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი.

უკვე ნახეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად შემიძლია", - განაცხადა ბარტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ჩოგბურთელს ერთადერთი დიდი
სლემი ("უიმბლდონი") 2013 წელს აქვს მოგებული.

მომზადებულია tennisworld-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული