ნიკოლოზ ბასილაშვილი VS ფილიპ კოლშრაიბერი - ვრცელი მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ფილიპ კოლშრაიბერი სამ სეტში - 7:5, 1:6, 6:4 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩი გუშინდელ საჩოგბურთო დაპირისპირებებში ყველაზე ხმაურიან სენსაციად მოინათლა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მასზე გაცილებით სახელოვანი ჩოგბურთელები, მათ შორის, ტომაშ ბერდიხი, დომენიკ ტიემი, ფელისიანო ლოპესი უკვე დამარცხებული ჰყავდა, ახლა კი მათ რიგს ფილიპ კოლშრაიბერიც შეემატა.

ქართველი ხვალ, 1/8-ფინალში ურუგვაელ პაბლო კუევასს დაუპირისპირდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:1 მარცხდება.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ! მხოლოდ ქების ღირსია.
გიორგი
11:25 28-07-2018
0
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნიკას პირველი მოწოდება ფაქტიურად არ აქვს, გუშინ ძალიან კარგი თამაში აჩვენა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად არ გატყდა, ორივე მოგებულ სეტში უკუბრეიკი დასჭირდა
hummel
11:46 25-07-2018
0

სიახლეები პოპულარული