"თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია. ჭკვიანურად ვითამაშე. გამარჯვების მცირე შანსი მქონდა და გამოვიყენე. ემოციების გაკონტროლება მოვახერხე. ბედნიერი და დაღლილი გახლავართ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები.
ორი თვეა ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ტურნირის მოგება ადვილი არ იყო. თუმცა, ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, წარმატება უფრო თავდაჯერებულს გამხდის.
ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი
გილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]