ერთეულთა თანრიგში ჩემპიონი მარიამ ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელი ნურია პარისა ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა, მანამდე კი თანამემამულე სოფიო შაფათავას სძლია - 6:2, 6:2.
ამ გამარჯვებისთვის მან 16 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო - 252-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში კი მარიამ ბოლქვაძის და ნასტია კოლარის დუეტი სოფიო შაფათავას და ვიბლი სმიტის დუეტთან დამარცხდა - 1:6, 6:2, 9:11.
მარიამ ბოლქვაძეს ჩელენჯერის ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა