US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.

შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას  დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას
7:6, 7:6 მოუგო.

მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 28 /
შენ გაიხარე მარიამ!გფარავდეს ღმერთი!ისე გეთამაშოს რომ შენს გულშემატკივრებს დიდი სლემის ფინალებში ბილეთების შოვნა გაჭირვებოდეთ!
paata
27 აგვისტო 2019 10:22
0
რა ბრძოლის ჟინი გამოავლინა ამ პატარა გოგომ და თან ისაც აჩვენა რომ თმაშშიც უკვე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია! ეს უკვე სერიოზული განაცხადია სამომავლოდ. შენი ჭირიმე პატარა ქართველო გოგო, სულ წარმატებებით გევლოს წინ შენი და ქვეყნის გულის გასახარად!
გიორგი
27 აგვისტო 2019 15:26
0
იქნებ ლინკი დადოთ სად შეიძლება ვუყუროთ!
rigiti
26 აგვისტო 2019 22:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული