US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.

შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას  დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას
7:6, 7:6 მოუგო.

მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 28 /
გოგო ხარ, მარა მგელი ხარ!!! იხაროს შენმა მშობელმა!!!
პავლე
26 აგვისტო 2019 21:58
0
ბრავო მარიამ!მოლოდინს გადააჭარბე.რაც აქამდე გააკეთე საოცარია,ხოლო თუ პლეშკოვაც გაისტუმრე,ფანტასტიკა იქნება და დაე ღმერთი შეგეწიოს.მისმა ავტორიტეტმა არ შეგაშინოს,როგორც თამაშობდი,ისე განაგრძე და ყველაფერი გამოგივა
სოსო
26 აგვისტო 2019 21:50
0
Carmatebebi Mariams da Nikolzs!
Goga
26 აგვისტო 2019 21:59
2
ვულოცავ მარიამს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ! ნიკამაც მოიგო და რა თქმა უნდა მასაც ვულოცავ!
არჩილ
26 აგვისტო 2019 23:00
0
გილოცავ მარიამ კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას!!!ეს ვინ ყოფილა!!! ჭკვიანი,მებრძოლი , ულამაზესი ქართველი გოგონა!!! ძალიან გაგვახარე!!! პლიშკოვასთან ვერ მოგთხოვთ მოგებას, თუმცა ძალიან გვინდა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია!!! აბა შენ იცი!!! წარმატებები!!!
დათო
26 აგვისტო 2019 21:44
1
მარიამ 28 აგვისტოს გაქვს ბრძოლა პლიშკოვასთან , შეგეწიოს და დაგეხმაროს, შენი მფარველი ანგელოზი, დედა ღვთისა!!!
დათო
26 აგვისტო 2019 23:10
0
წარმატებები შვილო, როგორც შენ გაახარე ჩემი გული, ასე გამრავლდი და გაიხარე
გურამი ბიძია
26 აგვისტო 2019 21:57
0
ეს რა მაგარი გოგოა! ასეთი გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი მისცა ნეტა ყველა ქართველ სპორტსმენს! წარმატებები მარიამს! შენი ფანი ვარ დღეიდან!
cotne
26 აგვისტო 2019 21:38
0
მარიამ,მაგარი გოგო ხარ,გენაცვალე და იმედია ტოპ-კლასის ჩოგბურთს ითამაშებ.უფალი შენსკენ და უამრავჯერ გაგეხარებინეთ!!!!
ალექსი
27 აგვისტო 2019 00:43
1
მართლა გაგვაოცე მარიამ, მადლობა!!!!
sormona
26 აგვისტო 2019 22:59
0
მაგარია ძალიან ბრავო მარიამს, 4-2 ს
აგებდა მესამე სეტს და მოიგო. ძალიან მაგრად ითამაშა
გიორგი
26 აგვისტო 2019 21:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული