26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.
მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.
შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას 7:6, 7:6 მოუგო.
მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ