US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.

შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას  დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას
7:6, 7:6 მოუგო.

მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა ბრძოლის ჟინი გამოავლინა ამ პატარა გოგომ და თან ისაც აჩვენა რომ თმაშშიც უკვე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია! ეს უკვე სერიოზული განაცხადია სამომავლოდ. შენი ჭირიმე პატარა ქართველო გოგო, სულ წარმატებებით გევლოს წინ შენი და ქვეყნის გულის გასახარად!
გიორგი
27 აგვისტო 2019 15:26
0
ყველა ვაფასებთ მარიამის მიერ გაწეული დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ ასეთ წარმატებას!მსგავსი ლეილა მესხის ასპარეზობის დროს თუ გვინახავს.ხვალ კი დიდი ალბათობით კაროლინა პლიშკოვასთან დაპირისპირების შემდეგ მარიამისთვის US OPEN 2019 გამოსვლა დასრულდება-ყველა ჩვენთაგანისთვის სიხარულისა და ძალიან დიდი მომავლის იმედის მომტანი,რომ US OPEN 2020-ზე მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს TOP მეჩოგნე ქალების რისხვა იქნება! მადლობას გიხდით შენი კარგი თამაშით განცდილი ძალიან დიდი სიხარულისთვის!ქედს ვიხრით შენი კარგი მამულიშვილობის წინაშე მარიამ ბოლქვაძე!
....
27 აგვისტო 2019 13:28
0
გეთანხმებით ყველაფერში!!! მაგრამ იმის გამო, რომ პლიშკოვამ გუშინ ძლივს მოუგო ( ორი ტაიბრეიკით) მარტინცოვას(140) და როგორც ამბობენ ,რომ ქალთა ჩოგბურთში ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზად უნდა იყო, იმედით დაველოდოთ ხვალინდელ დღეს!!! ხვალ დიდი დღეა და დედაღვთისა შეეწევა მარიამს!!!
დათო
27 აგვისტო 2019 14:42
0
მიყვარს ეს გოგო, მგონი ლეილა მესხი გვიბრუნდება
Grisha
27 აგვისტო 2019 11:43
2
ხომ ვიცი რომ მარიამმა მოიგო!!! მაგრამ მატჩბოლს , რომ ვუყურებ მთელი სხეულით ვნერვიულობ!!! ეს რა ქნა ამ პატარა ქართველმა გოგომ!! ასეთ გათამაშებას მატჩბოლზე უზარმაზარი კონცენტრაცია სჭირდება და ამის გაკეთება ერთეულებს შესწევთ!!! როგორც შენ და ნიკამ გუშინ ჩვენ გაგვახარეთ, ისე გახარებულები იყავით მთელი ცხოვრების განმავლობაში!!!!
დათო
27 აგვისტო 2019 11:07
0
შენ გაიხარე მარიამ!გფარავდეს ღმერთი!ისე გეთამაშოს რომ შენს გულშემატკივრებს დიდი სლემის ფინალებში ბილეთების შოვნა გაჭირვებოდეთ!
paata
27 აგვისტო 2019 10:22
0
და ჩემი კომენტარის რაა არ მოგეწონათ , რომ არ აქვეყნებთ , გინებით მე არ ვიგინები არასოდეს და თქვენი შეხედულებით კომენტარის გაშვება არ გაშვება , იმას ადასტურებს , რომ ისევ კომუნიზმში ცხოვრობთ და თავისუფლება საერთოდ არ იცით რა არის . იცით რას ნიშნავს თავისუფლებაა ? თქვენ წარმოადგენთ ინტერნეტ მედიას , ემსახურებით საზოგადოების ინტერესს , პასუხისმგებელი ხართ მის წინაშე და ვალდებული ხართ , განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა , გამოაქვეყნოდ ყველა კომენტარი , თუ ის შეურაწმყოფელი არ არის ვინმეს მიმართ . აი ეს არის თქვენი ვალდებულება , და არა ის რომ ხარ კერძო კანტორა და რასაც გინდა აქვეყნებ და რასაც გინდა არაა . ამით ლუსტრაციას ახდენთ საკუთარი თავის და ქმნით ხელოვნურ უმრავლესობას ან უმცირესობას , ამახინჯებთ საზოგადოების განწყობას . ამიტომაცა ხართ , ნიღაბ შეცვლილი კომუნუსტები და თავისუფლები ვერასოდეს ვერ გახდებით , რადგან უკვე ვიღაცის მონები ხართ . თუ გინდათ ნუ გამოაქვეყნებთ .
ATP 16
27 აგვისტო 2019 01:40
5
ერთადერთი , რასაც ვაღიარებ და მჯერა , ღმერთი და ქრისტიანობაა . ყველა დანარჩენი , რაც ჩემს მრწამს აზიანებს , კომუნიზმი , კაპიტალიზმი თუ მონათმფლობელობა , ერთიდაივეა . სადმე აღმოაჩინეთ , რომ კაპიტალიზმს ხოტბას ვასხავ ? ამ ქვეყანაზე , ღმერთმა შექმნა ადამიანი და პირველი რაც გააკეთა , მისცა არჩევანის თავისუფლება . მე თავისუფლებაზე ვსაუბრობ და არა კაპიტალიზმზე .
ATP 16
27 აგვისტო 2019 09:24
3
კომუნიზმი ნახე ხელწამოსაკრავი ხომ?!
aburjga
27 აგვისტო 2019 02:05
2
მარიამ,მაგარი გოგო ხარ,გენაცვალე და იმედია ტოპ-კლასის ჩოგბურთს ითამაშებ.უფალი შენსკენ და უამრავჯერ გაგეხარებინეთ!!!!
ალექსი
27 აგვისტო 2019 00:43
1
ყოჩაღ მარიამ. აბა ჰე, წინსვლა, თუ არბენინა პლიშკოვა აქეთ იქეთ უნდა მოუგოს და დაიჯეროს რომ ყველასთან შეიზლება მოგება.
niko
26 აგვისტო 2019 23:45
0
ვულოცავ მარიამს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ! ნიკამაც მოიგო და რა თქმა უნდა მასაც ვულოცავ!
არჩილ
26 აგვისტო 2019 23:00
0
მართლა გაგვაოცე მარიამ, მადლობა!!!!
sormona
26 აგვისტო 2019 22:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული