ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!

AutoSharing Option
დიდი სლემის 5-გზის გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 32 წლის რუსმა მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა.

"როგორ შეიძლება მოიტოვო უკან ერთადერთი ცხოვრება, რომელსაც იცნობ? როგორ შეიძლება დატოვო კორტები, რომლებზეც ბავშვობიდან ვარჯიშობდი, რომლებიც გიყვარს? თამაში, რომელმაც ცრემლები და სიხარული გაჩუქა. სპორტი, რომელშიც ოჯახი და გულშემატკივრები იპოვე, რომლებიც მხარს 28 წელი გიჭერდნენ. მაპატიეთ, თუმცა, ჩოგბურთო, ნახვამდის", - დაწერა შარაპოვამ Vanity Fair-ზე.

მარია შარაპოვამ კარიერაში 39 ტურნირი მოიგო, მათ შორის, WTA-ს 36 შეჯიბრება. დოპინგის მოხმარების გამო 2016 წელს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, შემდეგ 15 თვემდე
შეუმცირეს. დაბრუნების შემდეგ რუსმა მხოლოდ 1 ტურნირი მოიგო და მხრის ქრონიკული ტრავმის გამო ძალიან ბევრი შეჯიბრებიდან მოეხსნა.

altროგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]

altმარია შარაპოვა 39 წლის მილიონერთან ერთად იტალიაში ისვენებს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
სექს სიმბოლის გარდა მარია შარაპოვას სხვა დამსახურება არა აქვს? რა შტერულ სათაურებს უკეთეთ?
zaza
20:23 26-02-2020
3
ძალიან მაგრა გამიტყდა მართლა
1

სიახლეები პოპულარული