დაპირისპირების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ მიღწეულ გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ თავიდანვე გვინდოდა, რომ კენჭისყრით ასე მომხდარიყო და გაგვიმართლა. ნიკა მიჩვეულია ასეთ თამაშებს და გვერჩივნა, მას დაეწყო პირველი. ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%, რაც მას შეუძლია გააკეთოს. რეალურად ტრავმა უშლის ხელს მას, რომ აჩვენოს, რა შეუძლია", - განაცხადა დავით კვერნაძემ