სერენა უილიამსის ისტერიკა - ჯერ ფედერერს გამოეხმაურა, მერე პოსტი წაშალა

AutoSharing Option
დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებულს, ამერიკელ ქალ ჩოგბურთელ სერენა უილიამსს ლამის ისტერიკა დაემართა როჯერ ფედერერის საჯარო განცხადების შემდეგ, რომელიც ქალთა და კაცთა ჩოგბურთის გაერთიანებას ეხებოდა.

მოგეხსენებათ, როჯერმა ATP-სა (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) და WTA-ს (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) გაერთიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კარგი იქნებოდა.

სერენა უილიამსი კი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აღნიშნულ მოსაზრებას მცირე პოსტით გამოეხმაურა, შემდეგ კი ეს პოსტიც წაშალა.

"ეს კონფიდენციალური ინფორმაცია იყო და ამის გასაჯაროება ჯერ არ შეიძლებოდა", - ეწერა სერენას წაშლილ პოსტში.

იქამდე კი ფედერერის პოზიციას
გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა ქალმა ჩოგბურთელმა, მათ შორის, სიმონა ჰალეპმა, გარბინე მუგურუსამ და პეტრა კვიტოვამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული