აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი - ბასილაშვილი ახალ შეჯიბრებაში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ივნისიდან ახალ შეჯიბრებაში ჩაერთვება, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებს შორის უკვე არაოფიციალური სახელწოდება მიიღო - "აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი".

აღნიშნული შეჯიბრების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სერბი ჩოგბურთელი იაკნო ტიპსარევიჩი გახლავთ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა პროფესიონალური კარიერა. შეხვედრებიც ტიპსარევიჩის აკადემიის კორტებზე, ბელგრადში გაიმართება.

როგორც სერბული საინფორმაციო წყაროები წერენ, აღნიშნული ტურნირი 15 ივნისს დაიწყება, თუმცა რეგლამენტი და განრიგი ჯერ ცნობილი არ არის.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო საჩოგბურთო თამაშები ყველგან გაჩერდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება სეზონი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი!!! იანკო ძალიან კარგი ჩოგბურთელია ( ყველაზე კარგი შედეგი ATP 8 ) , ოთხი ATP ტურნირის გამარჯვებული!!! ასევე ძალიან კარგი და განათებული ადამიანია!!! ამ ტურნირში მინიმუმ ყველა სერბი მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით ნოვაკიც, რომელიც იანკოს უახლოესი მეგობარია!!! კარგია , რომ რაღაც მოძრაობა იწყება ჩოგბურთში და ჩოგბურთელებთან ერთად ჩვენც, გულშემატკივრები ველოდებით ATP ტურის განახლებას!!!
დათო
19:32 14-05-2020
0

სიახლეები პოპულარული