იბრძოლა "დააქამბექა", მაგრამ ბოლო სეტში განადგურდა.. მედვედევი ავსტრალიის 1/8 ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალურ შეხვდერაში ერთმანეთს ფილიპ კრაიანოვიჩი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა და გამარჯვებული დაძაბული, 5 სეტის თამაშის შემდეგ გაირკვა.

პირველი ორი სეტი მედვედევმა მარტივად, 6:3 6:3 მოიგო და თითქოს და შეხვედრაში ინტრიგა მოკლა.

მაგრამ სერბი ჩოგბურთელი გონს მალევე მოეგო და რუს მოწინააღმდეგესთან წონასწორობა აღადგინა. ფილიპმა 6:4 6:3 იმარჯვა.

მაგრამ საბოლოო, გადამწყვეტ სეტში, კრაიანოვიჩმა მედვედევს ფიზიკურად ვერაფერი დაუპირისპირა. მედვედევმა 25 წუთში ბოლო, გადამწყვეტი სეტი მშრალი ანგარიშით 6:0 მოიგო და
მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დანილის მომდევნო მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული