
დღეს, 8 მარტს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ ჯონ მილმანს დოჰას ტურნირის ეგიდით დაუპირისპირდება.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და სპორტსმენებმა გამარჯვება თანაბრად, 2-2-ჯერ მოიპოვეს.
ნიკოლოზმა ბოლო 5 შეხვედრიდან 5-ივე დათმო. არც მილმანია საამაყო ფორმაში, ჯონმა 5 თამაშიდან 4-ში მარცხი იწვნია.
შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.