გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პირველმა ნომერმა ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი რთულ ბრძოლაში 3:6 6:1 7:5 დაამარცხა და დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
დღეს, 12 მარტს, ნიკოლოზი ამერიკის წარმომადგენელს, ATP-ის რეიტინგის 33-ე ნომერს, ტაილორ ფრიტცს დაუპირისპირდება.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ და იქ ბასილაშვილი 1:2 დამარცხდა.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:20 საათზე დაიწყება.