ქსკ "მართვე" ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს სოლიდარობას უცხადებს

AutoSharing Option
ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს "ფეისბუქის" გვერდით სოლიდარობას უცხადებს:

"ქსკ მართვეს ფეხბურთელებს გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო.

ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.

სოლიდარობა
ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენც ვარსებობთო, ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე")))))))))))))) საყრდენად-ჩამშლელად ვინმე ბაბუცა ხომ არ თამაშობს თქვენთან?
llcl
09:01 16-03-2021
1
ყველაზე საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი როგორც ყოველთვის ლიბერალებისგან მოდის.ანგელოზები არავინ ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები,არც ნიკა მგონია უცოდველი,თუმცა ის აგრესია და ვითომ ნიკაზე მეტად ბავშვის გულშემატკივრობა,იმის ფასად რომ ნიკას ოფლით გამომუშავებული ფული,რადგან მეორე მხარეს ბავშვია,სასამართლოს ძალით და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოითხოვო,არის ყოვლად ამორალური საქციელი.თუმცა არც არის გასაკვირი,ენჯეოებისაგან და ვითომ სხვებზე მზრუნველი ხალხისგან სხვას არც მოელი არაფერს.სად ბრძანდებიდნენ პატარა ბაია და სახალხო დამცველი,ანდაც თქვენ ქსკ მართვე,როდესაც დღისით მზისით ნიკოლოზ კაკან გვარამია დედის ტოლა ქალს აგინებდა და ხელით ეხებოდა.რატომ არ დაიცავით და დ
დაგმეთ ეს ფაქტი?!
სამწუხაროდ
08:03 16-03-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული