ბასილაშვილმა რომში პირველი წრე გაიარა - მეორეში გამარჯვების შემთხვევაში ნადალს შეხვდება?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (25) რომის მასტერსის პირველ წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსს (33) საათსა და 46 წუთში 7:6, 6:2 სძლია.

ბასილაშვილმა 2019 წელს უიმბლდონზე ევანსთან წაგებისთვის რევანში აიღო.

11 მაისს, მეორე წრეში, ნიკოლოზი დენის შაპოვალოვს (16, კანადა) დაუპირისპირდება, რომელმაც ლორენცო სონეგო (28, იტალია) სამ სეტში დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი, ალბათ, რაფაელ ნადალს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული