"გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს?" - "უიმბლდონის" წარმოშობით რუსმა ჩემპიონმა კითხვაზე უცნაური პასუხი გასცა

AutoSharing Option
"უიმბლდონის" ქალთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული წარმოშობით რუსი და ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ელენა რიბაკინა გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში ონს ჟაბური სამ სეტში - 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. როგორც იცით, წლის მესამე დიდ სლემზე ცნობილი მოვლენების გამო რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა არ შეეძლოთ.

რიბაკინა 2018 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მას კითხვა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე დაუსვეს და ასევე გმობდა თუ არა ის პუტინის ქმედებებს. 

-"უიმბლდონმა" მიმდინარე წელს რუსი მოთამაშეები არ დაუშვა, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ რუსეთში, მაგრამ წარმოადგენთ ყაზახეთს, გმობთ თუ არა
ვლადიმერ პუტინის ქმედებებს?

-ბოდიში, შეკითხვა ვერ გავიგე...

-გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს? ვფიქრობ, ხალხს სურს იცოდეს თქვენი პოზიცია

-ბოდიში, ინგლისური კარგად არ ვიცი... შეკითხვის მეორე ნაწილი კარგად ვერ გავიგე. ჩემი მხრივ კი შემიძლია გითხრათ, რომ ყაზახეთს წარმოავდგენ.

მე არ ამირჩევია ის ადგილი, სადაც დავიბადე. ყაზახეთი მტკიცედ მიჭერს მხარს და ხალხს ჩემი სჯერა. დღესაც მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე, ვნახე ბევრი დროშა... ასე, რომ არ ვიცი როგორ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან კარგი პასუხი.
გია-გივი
10 ივლისი 2022 14:18
16
თქვენ დაგმობდით საქართველოს? დაგმობდით, მჯერა, მაგრამ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა თავმოყვარეობა, ღირსება და ა>შ. ეს ყოველივე ჯოგისთვის გასაოცარია. ყველა უნდა დაექვემდებაროს მეინსტრიმს.
o5
10 ივლისი 2022 13:31
16
საქართველო ვინმეს დაესხა თავს, ომი დაიწყო, დაიპყრო და ჩვენ არ ვიცით? დაფიქრდით ხოლმე ხანდახან, არაა რთული.
o5-ს
10 ივლისი 2022 18:24
4
რუსეთის დაგმობა არავის უთხოვია. მე მთლიან პრესერს ვუყურე ორიგინალში და სთხოვეს ომის და პუტინის დაგმობა, მაგრამ ძალიან მოხერხებულად აირიდა კითხვა. ჩემი აზრით დარიგებული იყო არ ეპასუხა პოლიტიკურ-პროვოკაციულ კითხვებზე. ამას გარდა მრავალი მიზეზია თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს ადამიანს ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენ ძალად პატრიოტებს როგორც არ უნდა ეგონოთ. თან ვიღაცებივით ახლა არ შეუცვლია ამ გოგოს 'სამშობლო'. 2018 წლიდან გამოდის ყაზახეთის სახელით.
odala
10 ივლისი 2022 13:55
11
მშვენიერი პასუხი გასცა. ყაზახეთის სახელით გამოვდივარო და მორჩა. პროვოკატორი ჟურნალიუგები რამე არაორდინალურს ეძებდნენ და დაიჭირეს.
odala
10 ივლისი 2022 13:28
22
ყველაფერი კარგად გაიგო,საკითხი ორნაირად იშიფრება: პირველი. რაც უფრო მგონია შოვინისტი ერია, არანაირი ორი რუსეთი არ არსებებს, მცირე ხნით რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და საკმარისი იყო რომ ამაში 100% დავრწმუნებულიყავი.. მეორე კი ახლობლები ყავს იქ, იქ ცხოვრობს და შეიძლება პირადად გმობს მაგრამ გარემოცვა არა,...
გუსანი
10 ივლისი 2022 13:27
12
ღარიბაშვილისგან და რიჟვაძისგან ისწავლა ეს პასუხი
გიორგი
10 ივლისი 2022 12:44
16
ფაქტიურად უარყოფითი პასუხი გასცა,არაფერსაც არ გმობს ! აი, ვინ არის დასასანქცირებელი და მოგება ჩამოსართმევი.
ALONZO
10 ივლისი 2022 12:35
20
Aa mogeba ginda ro chamoartva Isère ra magari pinali iyo aprikeli de rusi pinalshi evropelebi gulze gaskdnen
K
11 ივლისი 2022 07:35
1
ინგლისურიც კარგად იცის და შეკითხვაც კარგად გაიგო, არ უნდოდა პასუხის გაცემა,ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს,ამიტომ აარიდა პასუხს თავი.
გია
10 ივლისი 2022 11:54
3
ეს გოგო რუსეთის მოქალაქე აღარ არის, ყაზახეთის მოქალაქეა! რუსეთში 2018 წლიდან აღარ ცხოვრობს, ხოლო მისი მშობლები 2019 წლიდან ცხოვრობენ ტელ-ავივში : მამა ებრაელია, ხოლო დედა კი - უკრაინელი! რას ერჩით ამ გოგოს? რამ გაგაწიწმატათ ასე?
გიორგი
10 ივლისი 2022 19:13
4
ყაზახსთის მოქალაქეა და მაგათ არ აქვთ ორი მოქალაქეობა.
გიას
10 ივლისი 2022 18:26
0
ესენი უნდა ჩამოაშორო რა ყველაფერ საერთაშორისოს, მოსაცილებელი ხალხია. საკუთარი თავის მეტი არავინ და არაფერი აინტერესებთ, ჰოდა თავისთვის თვითონვე გამართონ ტურნირები.
nika
10 ივლისი 2022 11:48
23
როცა გჭირდებათ აფერისტობაც კარგად გამოგდით!!!
სოსო
10 ივლისი 2022 11:48
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული