ბასილაშვილი კორტს უბრუნდება - ნიკა სეტისა და მატჩის მოგებას დღეს ზიზუსთან შეეცდება

AutoSharing Option
1-ელი ივლისის შემდეგ სეტის მოუგებლად მოასპარეზე (ამ დროის განმავლობაში ზედიზედ 6 მატჩი წააგო) ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მეცის ტურნირში ჩაერთვება.

ჩვენებური უსიამოვნო ნავსის გატეხასა და გამარჯვების მოპოვებას 23 წლის ბელგიელის, მსოფლიოს 134-ე ნომრის, ზიზუ ბერგსის წინააღმდეგ შეეცდება.

ქართველის მეტოქე მეცის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და ის ნიკოლოზს კარიერაში არასდროს შეხვედრია.

თუ ბასილაშვილმა მერვედფინალში გააღწია, იქ მისი მეტოქე ან ესპანელი ხაუმე მუნარი, ან ფრანგი არტურ რიდნარეკი იქნება.

ჩვენებურის დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
…გავიდა, ზიზუმ ვეღარ გააგრძელა ტრავმის გამო!!!
დათო
17:20 20-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული