ჩვენებურმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პირველ ნომრად განთესილი 20 წლის ავსტრალიელი ფილიპ სეკულიჩი ორ სეტში 7:6, 7:5 დაამარცხა.
ფინალში ბაკშის მეტოქე 21 წლის ფრანგი რობინ ბერტნარდი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველმა რეიტინგში მინიმუმ 262 საფეხურით წინ წაწევა გაინაღდა და ახალი კვირიდან მინიმუმ 644-ე ჩოგანი იქნება.