როგორ მოქმედებს რეგულარული ცურვა ორგანიზმზე

AutoSharing Option
ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას, ხელს უწყობს ზრდასა და წონის კლებას, ავითარებს სასუნთქ აპარატსა და კუნთოვან სისტემას, ამაგრებს ძვლოვან სისტემას, განამტკიცებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.

ცურვის დროს გულმკერდზე წყლის ზეწოლის გამო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჭირს, რაც აწრთობს და ავითარებს სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას. დადგენილია, რომ მაღალი კლასის მოცურავეებს
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე სპორტის სხვა სახეობათა მიმდევრებს.

მათი ბრონქული გამავლობა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარეც ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, ვიდრე სხვა სპორტსმენებისა. ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის.

ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი. ამიტომაც ხერხემლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა. ციკლური ვარჯიშის ამ სახეობას წარმატებით იყენებენ ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას. ისინი, ვისთვისაც ხმელეთზე სპორტული დატვირთვა მტკივნეული და სახიფათოა, მშვიდად და შედარებით კომფორტულად ვარჯიშობენ წყალში.

ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება ცურვამ გამოიწვიოს, არის თვალის წვა, სიწითლე და გამოშრობა. საქართველოში აუზების უმრავლესობას ქლორით ასუფთავებენ და სერიოზული გაფილტვრა არც ისე ხშირად ხდება, რადგან ეს ძვირად ღირებული პროცესია. ქლორს თავისი უარყოფითი თვისებები აქვს - განსაკუთრებულად, თვალებთან დაკავშირებით - თვალის წვა და სიწითლე. ამიტომ უმჯობესია, თუ აუზზე სიარულის დაწყებისთანავე დაიწყებთ თვალის დაცვას და მის გამორეცხვას. ამისათვის კარგი საშუალებაა "როტო ჰიდრა", რომელიც თვალს ქლორიანი წყლით გამოწვეული დაბინძურებისგან იცავს.

Sportall.Ge

წვეთები არა მხოლოდ ქლორისაგან იცავს თქვენს თვალს, არამედ აქვს დამატენიანებელი, სიმშრალის, სიწითლის, დაჭიმულობის, წვის შეგრძნების, დაღლილობის, ცრემლდენის მოხსნის ეფექტი. "როტო ჰიდრა" არის უმაღლესი ხარისხის, იაპონიაში წარმოებული თვალის წვეთები, რომელსაც აქვს სწრაფი ეფექტი და მისი მოქმედება გრძელდება 8 საათის განმავლობაში.

შესაძლებელია ისარგებლოთ პრეპარატის ადგილზე მიტანის სერვისითაც. ამ რჩევების გათვალისწინებით, იცურეთ რეგულარულად და დაიცავით თავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული